fbpx

სფეის თამაში – ლოიალობის უნიკალური პროგრამა


გააზიარე სტატია

 

დღეიდან “სფეისში” შეგიძლია ყოველ პარასკევს მოიგო ფული იმაში, რასაც ისედაც ყოველდღიურად, მარტივად და სიამოვნებით აკეთებ. საკმარისია უბრალოდ გამოიყენო სფეის ბარათი და შეასრულო სხვა მისიები. 

„მას შემდეგ, რაც “სფეისი” შეიქმნა, ჩვენი არაერთი მომხმარებელი გვთხოვდა დაგვემატებინა ლოიალობის პროგრამა. გვინდოდა ერთგულებისთვის მადლობაც სფეისური გამოგვსვლოდა. ჰოდა, სფეის თამაში მოვიფიქრეთ – ჩვენებური ლოიალობის პროგრამა, რომელიც “სფეისის” სხვა სერვისებივით  ძალიან მარტივი, სახალისო და რაც მთავარია – მყისიერია,“ – აცხადებს “სფეისის” წარმომადგენელი ნათია სვანიძე. – „არანაირი ქულების გადაცვლა-გადმოცვლა და გამრავლება-გაყოფა.

სფეის თამაშში ჩასართავად უბრალოდ უნდა იყო აქტიური სფეისელი, გამოიყენო სფეის ბარათი და ყოველ პარასკევს ამაში მიიღებ პირდაპირ ფულს.“

 

რა არის სფეის თამაში?

ეს არის ყოველკვირეული თამაში – პარასკევიდან პარასკევამდე, რომელშიც, ბარათით გადახდის და სხვა შესრულებული მისიების მიხედვით ჯილდოვდები ფულით.

 

რა არის მისია და როგორ შევასრულო?

სფეის მისიები არის მარტივი, ყოველდღიური ფინანსური თუ არაფინანსური ქმედებები, რომლის შესრულებითაც შეგიძლია მოიგო ფული.

მისიაა სფეის ბარათით ან სტიკერით გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, მეგობრის მოწვევა და ა.შ.

 

რას ვიგებ?

ყოველ პარასკევს 18:00 საათზე იგებ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 150 ლარს. 

 

როგორ მოვიგებ?

სფეისის” თითოეული მისიის შესრულებისას იღებ შესაბამისი ოდენობის ვარსკვლავს. მაგალითად, თუ გადაიხადე სფეის ბარათით 10 ლარი, მიიღებ 100 ვარსკვლავს.

 ვარსკვლავების რაოდენობით დგება ლიდერების სია, რომელიც ცოცხალ რეჟიმში იცვლება შენი და სხვა სფეისელების აქტიურობის მიხედვით. 

რაც უფრო მეტი ვარსკვლავი გაქვს, მით უფრო ზემოთ ხარ რეიტინგში და იგებ მეტ ფულს. 

ლიდერების სია შეგიძლია ძალიან მარტივად შეამოწმო აპლიკაციიდანვე.

თუ პარასკევს, 18:00 საათზე სფეისელების 300 ლიდერს შორის მოხვდები, ფული გარანტირებულად შენია. 

ყოველ პარასკევს, გამარჯვებულების გამოვლენისას, შედეგები ნულდება და თამაშს იწყებ თავიდან. შესაბამისად, ყოველ კვირას ყველა სფეისელს მოგების თანაბარი შანსი აქვს.

 

რატომ თამაში?

„თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოვიტანოთ? 

თამაშის ელემენტების გამოყენება „არათამაშის” კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება – ამ მოვლენას „გემიფიკაციის” სახელით იცნობენ მსოფლიოში. ვიღებთ ჩვენს ყოველდღიურობას, ვამატებთ თამაშის ელემენტებს და გამოგვდის უფრო სასიამოვნო ყოველდღიურობა,“ – ამბობს ნათია სვანიძე.

თამაშში ჩასართავად აუცილებელია “სფეისის” აპლიკაციის განახლება. 

შეგახსენებთ, რომ “სფეისი” არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც ყოველდღიური ბანკინგის მარტივ, სწრაფ და დისტანციურ სერვისს გვთავაზობს. 

 


რეკომენდებული სტატიები
გაქრება თუ არა ტრადიციული ბანკები

გაქრება თუ არა ტრადიციული ბანკები

გაქრება თუ არა ტრადიციული ბანკები
ის დრო, როდესაც ხალხი ერგებოდა ბანკის პირობებსა და სტანდარტებს, წარსულს ჩაბარდა. დადგა ახალი საბანკო ერა, როდესაც თამაშის წესებს მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს
4 ნაბიჯი მაგარი ბიზნეს იდეის მოსაფიქრებლად

4 ნაბიჯი მაგარი ბიზნეს იდეის მოსაფიქრებლად

4 ნაბიჯი მაგარი ბიზნეს იდეის მოსაფიქრებლად
თუ დარწმუნებული არ ხართ, როგორი ტიპის ბიზნესი უნდა დაიწყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენგან ბიზნესმენი არ დადგება. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უნდა გადადგათ დამატებითი ნაბიჯები ბიზნეს იდეის მისაგნებად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.