11 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გიამბობთ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის წარმატების შესახებ. კოღუაშვილის ახალი ფილმის პროექტი “მეოთხე ბრაიტონი” იერუსალიმის სემ შპიგელის კინოლაბორატორიაში ორი ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

ლევან კოღუაშვილი იერუსალიმში დააჯილდოვეს

ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის პროექტი “მეოთხე ბრაიტონი” იერუსალიმის სემ შპიგელის კინოლაბორატორიაში მონაწილეობდა. სექცია work in progress-ში ორი ჯილდო იყო დაწესებული და ორივეს მფლობელი ქართული კინოპროექტი გახდა. ლევან კოღუაშვილს გადაეცა ჟიურის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი და ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია ARP Selection-ის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი. 

აღსანიშნავია, რომ ARP Selection-მა ფილმის ფრანგული კინოგაქირავების უფლებები მოიპოვა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პროდიუსერები, ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის დირექტორი კიმ იუტანი და Sony Picture Classic-ის წარმომადგენელი მაიკლ ბარკერი.

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

დღის ფოტო: კაცები ცეკვავენ სამაიას – ლია უკლებას ახალი ნახატი

აცებს სამაიას სამოსი აცვიათ და სამაიას ცეკვავენ – ასე ლია უკლებამ, მოულოდნელი პროტესტით ცნობილმა ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაწყვიტა. მისი ეს პროტესტი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციამ გამოიწვია.

 

ემი ადამსის, ჯულიანა მურისა და გარი ოლდმანის ფილმს თავიდან გადაიღებენ

 

ფილმი Woman in the Window წელს ოქტომბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სატესტო ჩვენება შედგა და კინოდან გამოსული მაყურებელი უკმაყოფილო აღმოჩნდა, კინოსტუდიამ გადაწყვიტა ზოგიერთი სცენა თავიდან გადაიღოს. შესაბამისად, გადაიწევს ფილმის პრემიერაც. 

ფილმის სცენარისტი ტრეისი ლეტსია, რეჟისორი – ჯო რაიტი და ის ა. ჯ. ფინის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია იქნება. ფილმის სიუჟეტი განდეგილად მცხოვრებ ქალზეა. ის მთელ დღეებს ღვინის სმაში, ძველი ფილმების ყურებასა და მეზობლების ჩუმად თვალთვალში ატარებს. ერთ-ერთი თვალთვალის დროს ის კრიმინალური ფაქტის მომსწრე გახდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში “ზაფხულის კინოსკოლა” იწყება

 

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით 8 ივლისს საქართველოს რაიონებში  პროექტი “ზაფხულის კინოსკოლა” დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში კინოსპეციალისტების მივლინებას, სადაც 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები, მოეწყობა დისკუსიები, კინოსკოლელები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ფოტოებს და მოამზადებენ პრეზენტაციებს კინოს თემაზე.

პროექტში ჩართულია 25 სოფელი, მათ შორის განმუხურის, ხურვალეთის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ურავის, მერეთის, ორსანტიისა და ველევის სკოლები.

პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება.

“ზაფხულის კინოსკოლა” პირველად 2015 წელს განხორციელდა. პროექტს ტრადიციულად  მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფოტო: http://beta.gnfc.ge/

 

ქართველი რეჟისორისა და მისი უცხოელი კოლეგების მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართება

16 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება ფილმის – “მთები, მარტოობა, სურვილი” პრემიერა. ფილმი 15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა.

ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმს “არჩევანი” ჰქვია და იგი გიორგი ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. ფერების დიზაინზე იმუშავა ნიკო ტარიელაშვილმა.

რეჟისორები  ლოკარნოს კინოფესტივალის პატრონაჟითა და ტიჩინოს კინოკომისიის მხარდაჭერით შეარჩიეს. საბოლოო გადაწყვეტილება უნგრელმა რეჟისორმა ბელა ტარმა მიიღო, რომელიც პროექტის მენტორი იყო. გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.

ფოტო: http://beta.gnfc.ge/

 

მსახიობი რიპ ტორნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

Rip Torn

ის  აქტიურად მონაწილეობდა როგორც სატელევიზიო, ისე კინოს მიმართულებით. პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში Baby Doll, რომელიც  1956 წელს გამოვიდა. მალევე ის კალიფორნიიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და თეატრის სცენაზე გამოდიოდა. ბროდვეის სცენაზე მან 10 პიესაში ითამაშა. ტორნიმ ტონის ნომინაციაც დაიმსახურა. 

მსახიობი საკუთარ სახლში, ლეიკვილში გარდაიცვალა.

წყარო: https://www.vanityfair.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.