fbpx

საფესტივალო მოდა – 5 რჩევა დიზაინერ გიორგი ქებურიასგან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ხარისხიანი მუსიკის ცოცხლად მოსმენისა და გართობის გარდა, მუსიკალური ფესტივალები ქმნიან სივრცეს, სადაც ადამიანებს საკუთარი თავის  გამოხატვა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში მოდა მუსიკისა და საფესტივალო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

 

თუ თქვენთვის საფესტივალო სამზადისი ერთგვარი რიტუალია და ეძებთ იდეებს, ეს სტატია დაგაინტერესებთ, რადგან  რამდენიმე მარტივ რჩევას დიზაინერ გიორგი ქებურიასგან  მიიღებთ:

სათვალის ეს ახალი ფორმა 

ბევრი განსხვავებული მოყვანილობის სახისთვის არის შექმნილი. გარდა ამისა, ის დღის მანძილზე 100%-ით დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისაგან. 

თეთრი ბამბის  მაისური

(რომელიც ჩაცმიდან ნახევარ საათში შეიძლება ალკოჰოლით ან რამეთი დაგვესვაროს) ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს ზაფხულის გარდერობში.

შავი ტილოს ან დენიმის მინი ქვედაბოლო

ის ყოველთვის ტენდენციურია და მცირე  ბიუჯეტითაც შეძლებთ შეძენას.

თეთრი კედები

მარტივი შესახამებელია ყველაფერთან და მსგავსი ფეხსაცმლით ყოველთვის შეკრავთ ანსამბლს.

ქაღალდის (Eco-Friendly) მინი ჩანთა 

სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სათვალე ან მსუბუქი კოსმეტიკა. 


რეკომენდებული სტატიები
წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან
მის სათვალეებს ვიტრინებიდან იტაცებენ პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში, ასევე იტაცებენ ინტერნეტმაღაზიების წარმოსახვითი თაროებიდანაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.