აქცია #სირცხვილია 14 ივლისს ფლი მარკეტს მასპინძლობს


გააზიარე სტატია

 

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავჯდომარის სკამის დაკავებისა და 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია სახელწოდებით #სირცხვილია არ წყდება.

დღეს კი მასშტაბური აქციის 25-ე დღეა და ისევე, როგოც პროტესტის თითოეული დღე, დღევანდელი შეკრებაც განსხვავებულად და საკმაოდ საინტერესოდ ჩაივლის — აქცია #სირცხვილია დღეს, 14 ივლისს, 17:00-დან ფლი მარკეტს უმასპინძლებს.

ღონისძიების ლინკი:  https://www.facebook.com/events

ფლი მარკეტის ფარგლებში კი საქართველოში მოქმედ სტარტაპებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მიეცემათ, გაყიდული პროდუქტიდან შემოსული თანხის 20%-ს კი მომავალი აქციების ორგანიზებისთვის, ნებაყოფლობით აქციის ორგანიზატორებს ჩაურიცხავენ ანგარიშზე.

უკვე ცნობილია იმ ბიზნესების ნაწილი, რომელთა პროდუქტის შეძენასაც ფლი მარკეტზე შეძლებთ: Ganjinagiftbox – განჯინა სასაჩუქრე ყუთი; plasticwatcher.ge; ჰარი ჰარალე; აიკუბი; BABSI; ნაირნაირი; WINE NESS; საბნევი; MATTI • მატი და სხვები.

მათ ვისაც საკუთარი პროდუქტის ფლი მარკეტზე გასაყიდად გამოტანა სურს კი საჭიროა, რომ სარეგისტრაციო ფორმა შეავსოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.