fbpx

16 ივლისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან მოუსმინეთ შეუდარებელი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიერ პარიზში, ეიფელის კოშკთან, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულებულ კომპოზიციას.

 

ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა 14 ივლისს პარიზში, ეიფელის კოშკთან გამართულ ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ბუნიათიშვილმა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N23 დაუკრა.

წყარო: https://twitter.com/

 

ფესტივალ Echowaves-ის Line UP-ის მესამე ფაზა ცნობილია

22-25 აგვისტოს ანაკლიაში სტუმრების წინაშე წარდგებიან არტისტები: NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS / KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / GIORGIA ANGIULLI live და სხვა მრავალი. ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი  მიზანი რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა. 

გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში 70-მდე  ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები, ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ. მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS წარმოგიდგენთ სტუდენტების ჯგუფურ გამოფენას TBC-ის გალერეაში.

VA[A]DS-ის სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს, აწყობენ სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას. ეს გამოფენები, როგორც წესი, ტარდება უნივერსიტეტში ან თბილისის რომელიმე სხვა საგამოფენო სივრცეში. არტარეამ არა ერთხელ უმასპინძლა VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენას, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოაწყო VA[A]DS-ელების ერთდღიანი გამოფენა არტელი რაჭასთან თანამშრომლობით. ქუთაისში გამოფენის მოწყობა სტუდენტების პირველი ინიციატივაა, როცა მათ თავიანთი ხელოვნების წარდგენა თბილისის გარეთ გადაწყვიტეს. შემოდგომაზე იგეგმება VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა თელავში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება VA[A]DS-ის ლექტორების: ნინო ქვრივიშვილის, ხატია ესართიასა და თეა გვეტაძის სტუდენტების ნამუშევრები. გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი VA[A]DS-ის კურსდამთავრებული ანასტასია ახვლედიანია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრებ, მათ შორის, ელენე ხვედაგურიძის ასემბლაჟები, სანდრო ანჩაბაძის ტექსტილისა და ცელოფანისგან შექმნილი ფარდაგები და იოანა წულაიას მონოქრომული თაბაშირის ობიექტები. გამოფენა გაგრძელდება 16 ივლისამდე.

 

მოცეკვავე თეა დარჩია თავის მოსწავლეებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

ukomentarod!!!♥️♥️♥️🙏🏻🙏🏻🙏🏻

Gepostet von Tea Darchia am Montag, 15. Juli 2019

 

დარჩია ბავშვებთან ერთად თვალზეხელაფარებული ცეკვავს. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს

საქართველო გ ი ლ ო ც ა ვ თ ! <3

კალათბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი საპრეზენტაციო ვიდეო, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა!საქართველო გ ი ლ ო ც ა ვ თ ! <3🇬🇪🏀🔥😍

Gepostet von საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation am Montag, 15. Juli 2019

 

საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები გერმანიაში, ჩეხეთსა და იტალიაში გაიმართება. მასპინძლობის კანდიდატებს შორის ასევე ესტონეთი, უნგრეთი და სლოვენია იყვნენ. 

 2021 წლის ევრობასკეტი 17-29 აგვისტოს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.

ვიდეო: https://www.facebook.com

 

ბრიტანელმა მყვინთავებმა ქორნვოლის სანაპიროებთან ადამიანის ზომის მედუზა ნახეს

Image result for Giant jellyfish

მედუზის ამ სახეობის ფოტოები ბიოლოგმა ლიზი დეილიმ Twitter-ზე გაავრცელა. დეილი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ზღვის ბინადარს წააწყდა. მედუზის ეს სახეობა ბრიტანულ წყლებში მობინადრე მედუზებიდან ყველაზე დიდი ზომისაა. 

წყარო: https://www.bbc.com/


ბადრი ყაველაშვილი კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ერთადგილიანი კაიაკით ქართველმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჩეხეთის ქალაქ რაკიცეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იუნიორთა და 23-წლამდელთა შორის ქართველთაგან კიდევ ერთი მედალი მარიამ ქერდიყაშვილის ანგარიშზეა. ქართველმა კანოეთი 500 მეტრზე სპრინტში იასპარეზა და 23-წლამდელთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.

 

კინგსმენის პრიქველის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა

ფილმში მთავარ როლებს ჰარის დიკინსონი, ჯემა არტერტონი, რეიფ ფაინსი და აარონ ტეილორ-ჯონსონი თამაშობენ. სურათის რეჟისორი ორიგინალი ფილმის ავტორი მეთიუ ვონია. ახალი ნაწილის პრემიერა 2020 წლის 14 თებერვალს არის დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
მანჰეტენზე შუქი წავიდა: საკონცერტო დარბაზებიდან გამოსული არტისტები ქუჩაში ამღერდნენ

მანჰეტენზე შუქი წავიდა: საკონცერტო დარბაზებიდან გამოსული არტისტები ქუჩაში ამღერდნენ

მანჰეტენზე შუქი წავიდა: საკონცერტო დარბაზებიდან გამოსული არტისტები ქუჩაში ამღერდნენ
შუქის წასვლამ მანჰეტენზე ათასობით ადამიანი მიუზიკლებიდან ქუჩაში გამოიყვანა, სადაც მალე სიმღერის ხმები გაისმა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.