fbpx

Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორი კახა აბაშიძე გახდება


გააზიარე სტატია

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა – ამის შესახებ კომპანიის პრეს ცენტრმა განაცხადა. კახა აბაშიძე შეითავსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის  ხელმძღვანელის პოსტებს.

რუსული Disney-ს ახალი გენერალური დირექტორი 1996 წლიდან კომპანიების Turner-ისა და Fox-ის რუსულ წარმომადგენლობებში მუშაობდა. 7 წლის განმავლობაში იკავებდა Fox International Channels-ის რეგიონული მენეჯერისა და Jetix Europe-ის კომერციული დირექტორის თანამდებობებს. 

2008 წელს კახა აბაშიძემ მუშაობა დაიყო Disney-ში იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში.

2014-2019 წლებში კახაბერ აბაშიძე უძღვებოდა Disney-ს ოფისს თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.

კახაბერ აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. თავად მარინა ჟიგალოვა-ოზკანი 2 სექტემბრიდან “სბერბანკში” უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, მარკეტინგის, რეკლამისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.