მსოფლიოს მუზეუმები და მათი პუბლიკა ავსტრიელი ფოტოგრაფის ობიექტივში


გააზიარე სტატია

 

ავსტრიელი ფოტოგრაფი სტეფან დრაშანი ცნობილია იმით, რომ ცხოვრების უმეტეს ნაწილს მუზეუმებში ატარებს, ბევრს მოგზაურობს და მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საგამოფენო სივრცე აქვს მოვლილი. ის  ექსპონატებისა და ლეგენდარული ოსტატების ტილოების გარდა მუზეუმების დამთვალიერებლებითაც ინტერესდება.   

სტეფანი ადამიანების ჩაცმულობას, თმის ვარცხნილობას აკვირდება და ცდილობს,  დაიჭიროს მომენტი, როცა დამთვალიერებლის სამოსის ტექსტურა, ფერი, ფორმები, დგომის მანერა ჰარმონიულად შეერწყმება ამა თუ იმ ნახატს. 

სტეფან დრაშანის ფოტოების დათვალიერებისას შესაძლოა იფიქრო, რომ საქმე გვაქვს დადგმულ სცენებთან, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტოგრაფის თქმით, მისი ფოტოების წარმატება მთლიანად დამოკიდებულია მოთმინებისა და გამძლეობის უნარზე. სასურველი კადრის გადასაღებად, ხელოვნების ამა თუ იმ ნიმუშის „გასაცოცხლებლად“ მას საათობით ცდა უწევს.

 

ფრანგი მხატვრის, ჟან დიუბიუფეს ნამუშევარი. ბერლინის მუზეუმი

 

„ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე“, ვინსენტ ვან გოგი. ორსეის მუზეუმი, პარიზი

 

„ვიეტნამი“, ლეონ გოლუბი. პომპიდუს ცენტრი

 

„წყლის ლილიები“, კლოდ მონე. Musee de l’Orangerie, პარიზი

 

„ინტერიერი წითელი თევზით“, ანრი მატისი. პომპიდუს ცენტრი, პარიზი

 

„იზაბელა დ’ესტე“, რუბენსი. ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ვენა

 

„შავი ზღვა“, ევერი მილტონ კლარკი

 

გობელენი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში

 

უსათაურო, მარკ როტკო. პოტსდამი

 

„პოტსდამის მოედანი“, ჰანს ჰერმანი

 

ენდი უორჰოლი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ბერლინი

 

„ხატვის ხელოვნება“, იან ვერმეერი. ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ვენა

ფოტოგრაფ სტეფან დრაშანს სხვა მსგავსი პროექტებიც აქვს. საინტერესოა მისი პროექტი, სადაც ის მუზეუმში ჩაძინებულ ადამიანებს იღებს. 

 


რეკომენდებული სტატიები
"ყვავების მარტოობა" - იაპონელი ფოტოგრაფის ავტობიოგრაფიული შემოქმედება

"ყვავების მარტოობა" - იაპონელი ფოტოგრაფის ავტობიოგრაფიული შემოქმედება

"ყვავების მარტოობა" - იაპონელი ფოტოგრაფის ავტობიოგრაფიული შემოქმედება
იაპონელი ფოტოგრაფი მასაჰისა ფუკასე იმ ტიპის არტისტია, რომლის შემოქმედებაც სრულად ავტობიოგრაფიულია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოწიგნი „ყვავების მარტოობაა“, რომელიც ფოტოგრაფის შემოქმედებაში ცოლთან განშორების შედეგად შეიქმნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.