fbpx

საუკეთესო ფილმი და მსახიობი — And Then We Danced-ის ტრიუმფი ოდესის კინოფესტივალზე


გააზიარე სტატია

რამდენიმე წუთის წინ ოდესის კინოფესტივალის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლიდნენ. მთავარი ტრიუმფატორი კი შვედურ-ქართული ფილმი And Then We Danced გახდა.

სურათმა კინოფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. მთავარი როლის შემსრულებელი, ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობ კაცად დაასახელეს. შემდეგ კი ქართულმა ფილმმა ფესტივალის მთავარ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმი, გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისში წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე Director’s Fortnight  სექციაში შედგა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ასევე ლევან გელბახიანი ამერიკულმა ჟურნალმა W Magazine უკვე დაასახელა კანის 15 ვარსკვლავს შორის, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr კი ის ამავე ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

პირველი ქართული გეი ფილმის ჩვენების უფლება, რომელშიც მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ, უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა.

კანისა და ოდესის შემდეგ, ფილმის ჩვენება სარაევოს კინოფესტივალზე იგეგმება.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.