ტურისტული ნაკადების შემცირების მაჩვენებლები რუსეთიდან ავიარეისების აკრძალვის ფონზე: TBC Research
რუსეთიდან ავიარეისების აკრძალვის შემდეგ ორი კვირა გავიდა და უკვე დაგროვდა გარკვეული მონაცემები ამ სანქციების შედეგების შესახებ. პირველადი მონაცემებით, სანქციების გავლენა ემთხვევა “თიბისი რისერჩის” უფრო ადრე გამოთქმული ვარაუდების ფარგლებში ტურისტული ნაკადების 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით შემდეგი 12 თვის მანძილზე.
რუსი მოგზაურების ყოველკვირეული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ივლისის პირველი კვირაში, აკრძალვების ძალაში შესვლამდე, რუსი ვიზიტორების რაოდენობის კლება ზომიერი იყო, -4.1% (გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით). იგივე კვირის განმავლობაში რეისები შემცირდა 11%-ით.
მას შემდეგ, რაც პირდაპირი ავიარეისები გაუქმდა – ივლისის მეორე კვირაში – რუსი მოქალაქეების შემოსვლა 21.4%-ით შემცირდა (გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით). ამასთან, ავიარეისებით შემოსვლა შემცირდა 78.6%-ით, ხოლო სხვა სასაზღვრო გადაკვეთა კი სულ 1.7%-ით.
რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების დინამიკა / ივლისი 2018-2019
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება შემდეგი დასკვნების გამოტანა:
- იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავის მგზავრები, როგორც წესი, მეტს ხარჯავენ, ტურიზმის შემოსავლები უფრო მეტად დაიკლებს, ვიდრე ტურისტების რაოდენობა. მთლიანობაში, “თიბისი რისერჩის” ვარაუდით, შემოსავლების კლების ზედა ზღვარი 50% უნდა იყოს.
- ავიარეისების გაუქმების მიუხედავად, რუსი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ თვითმფრინავით ჩამოდის, რაც გულისხმობს ალტერნატიული მარშრუტების არსებობას და მათი რაოდენობის მოსალოდნელ ზრდასაც, რამაც პირდაპირი რეისები უნდა ჩაანაცვლოს.
- არაპირდაპირი ავიარეისებით შემოსული ვიზიტორებისა და სხვა სასაზღვრო გადაკვეთების უმნიშვნელოდ შემცირების გათვალისწინებით, საქართველო ისევ რჩება რუსი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.
ტურიზმის შემოსავლების დივერსიფიცირებული წყაროების გათვალისწინებით, ივლისის მეორე კვირაში რუსი ვიზიტორების 21%-იანი კლების მიუხედავად, მოგზაურების მთლიანი რიცხვი პოზიტიურ ტრაექტორიას ინარჩუნებდა – +3.2%-ს გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.
საერთაშორისო შემოსვლების პროცენტული ზრდა წლიდან წლამდე/ 2018-2019 / აღნიშვნები მარცხნიდან მარჯვნივ: მოგზაურების მთლიანი რაოდენობა, მოგზაურები რუსეთიდან, ტურისტების მთლიანი რაოდენობა, ვიზიტორების მთლიანი რაოდენობა.
ტურისტებისა და ვიზიტორების ზრდა წლიდან წლამდე / ივლისი 2018-2019 / აღნიშვნები მარცხნიდან მარჯვნივ: ვიზიტორები თურქეთის გარეშე, ვიზიტორების მთლიანი რაოდენობა, ვიზიტორები რუსეთის გარეშე, ტურისტები
ორიგინალი: https://www.tbcresearch.ge/