fbpx

დღის ფოტო + დღის სტატუსი: პროკოფიევი პუტინის “როსგვარდიის” პირისპირ


გააზიარე სტატია

ლაშა ბუღაძე: “სიმპტომატური ფოტო გუშინდელი ამბოხებული მოსკოვიდან: დიდი რუსი კომპოზიტორი, სერგეი პროკოფიევი პუტინის “როსგვარდიის” წინააღმდეგ მიიწევს – თავისი ჩვეული საქაღალდეთი და მისთვის ჩვეული სწრაფი ნაბიჯით… პროკოფიევი სასწაულებრივად გადაურჩა სტანილურ რეპრესიებს, მაგრამ მთელი ცხოვრება სტალინიზმის სადისტური წნეხის და ცენზურის ქვეშ გაატარა.”

ფოტო: Olga Varshaver

“უცნაური და ბიოგრაფიულად საბედისწერო დამთხვევაა, მაგრამ ის სწორედ სტალინის სიკვდილის დღეს, 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა, და თითქოს იმ დღის მოსკოვიც ამ ფოტოს მსგავსი იყო: ერთ მხარეს ასი ათასობით ჯარისკაცი (ფაუსტური “ლემურები”) და სტალინის გვამის ნახვით მონუსხული მილიონობით დაჰიპნოზებული მოქალაქე (ბევრიც ჭყლეტაში მკვდარი ბელადის დაკრძალვის დღეს), მეორე მხარეს კი პროკოფიევის ანტისტალინური, რაღაცნაირად დისიდენტური დაკრძალვა, მარტოობის პროტესტი, სადაც ოც ადამიანზე მეტი არც შეკრებილა… მოსკოვის ქუჩებში – ისევე როგორც მაშინ – დიქტატორის წინააღმდეგ ისევ ის “ოცი” მიიწევს.

ესეც პროკოფიევის ‘რაინდთა ცეკვა” ფოტოს საილუსტრაციოდ: https://youtu.be/bBsKplb2E6Q


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.