fbpx

ბასილაშვილი ჰამბურგის ჩემპიონია – ისევ! / VIDEO


გააზიარე სტატია

ჰამბურგის ევროპის ღია პირველობა 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი მეტოქე, ანდრეი რუბლიოვი სამ სეტში, ანგარიშით 7-5, 4-6, 6-3 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მოგებით 500 სარეიტინგო ქულა და 354,845 ევრო მოიპოვა. რაც შეეხება რუბლიოვს, მან 300 ქულა და 178,220 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია – გასულ წელს ნიკოლოზმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა. ჰამბურგის ღია პირველობის ზედიზედ ორჯერ მოგება, ნიკას გარდა, აქამდე სულ სამმა ჩოგბურთელმა (ედი დიბსმა, ანდრეი მედვედევმა, როჯერ ფედერერმა) შეძლო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.