fbpx

29 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

Hulu-მ “მხევლის წიგნის” მეოთხე სეზონი დააანონსა

სერიალი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით არის გადაღებული. შოუმ გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობა მოიპოვა, დაჯილდოვდა ემითა და ოქროს გლობუსით. სერიალში მთავარ როლს ელიზაბეტ მოსი ასრულებს.

წყარო: https://variety.com/

 

მიშო ანთაძის დოკუმენტური ფილმი “მოსავალი” პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე კრიტიკოსთა ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა

ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში “პარალელები და შეხვედრები”. ჟიურის წევრთა შეფასებით: “ეს არის დებიუტანტი ავტორის გამორჩეულად დახვეწილი სრულმეტრაჟიანი ფილმი.” 

“მოსავალი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა. „მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი რეგიონის მცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავლის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

მსახიობი, რომელიც მინი მაუსს  ახმოვანებდა, გარდაიცვალა.

რუსი ტეილორი კალიფორნიაში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დისნეის პოპულარული პერსონაჟის გარდა ცნობილი იყო სიმფსონებისა და სხვა ანიმაციური გმირების გახმოვანებით. 

წყარო: https://www.bbc.com/

 

ოსკარის მფლობელ რეჟისორს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს სარაევოს კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ინიარიტუს ბოსნიის დედაქალაქში “სარაევოს გულს” გადასცემენ. ინიარიტუ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ორ ოსკარს ფლობს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში აიღო. პირველი ფილმისთვის Birdman, მეორე კი The Revenant-ისთვის.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ლეგენდარულ მერილ სტრიპს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

მერილ სტრიპი ჯილდოს 9 სექტემბერს საპატიო გალაზე მიიღებს. ის ასევე თამაშობს სტივენ სოდერბერგის ფილმში The Laundromat, რომლის ჩრდილო ამერიკული პრემიერაც ტორონტოს კინოფესტივალზე იგეგმება. ფესტივალის 44-ე გამოშვება 2019 წლის 5-15 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: https://variety.com/

 

24 ივლისი მაიამი ბიჩზე ჯენიფერ ლოპესის დღედ გამოაცხადეს.

ჯენიფერ ლოპესი 24 ივლისს 50 წლის გახდა. მომღერლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნეს ფლორიდაში და ეს თარიღი ოფიციალურად დააწესეს ჯენიფერ ლოპესის დღედ. 

წყარო: https://www.instagram.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.