fbpx

1 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად გოლფის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

 Image may contain: 6 people, people smiling, people standing, suit and outdoor

ჩემპიონატში, რომელსაც The V Golf Club Vilnius მასპინძლობს, ევროპის 12 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველო. ჩვენი გუნდი 4 მოთამაშისგან შედგება. ლიეტუვაში სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ვახო ხახვიაშვილი საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. გუნდის კაპიტანია ანდრო შილაკაძე, ხოლო დელეგაციას გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა ძაძამია ხელმძღვანელობს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Rammstein-მა მოსკოვში გამართულ კონცერტზე ლგბტ თემს მხარი კოცნით დაუჭირა.

View this post on Instagram

Россия, мы любим тебя! Photos: @jenskochphoto

A post shared by Rammstein (@rammsteinofficial) on

ფოტოები Rammstein-ის ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც რუსულად წერია “რუსეთო, ჩვენ შენ გვიყვარხარ”.  ჯგუფის გიტარისტებმა პაულ ლანდერსმა და რიჩარდ კრუსპემ ერთმანეთს აკოცეს.

წყარო: https://www.instagram.com

 

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის, The Irishman-ის პირველი თრეილერი გამოვიდა.

ფილმში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ასრულებენ. ფილმი ნიუ-იორკის კინოფესტივალს გახსნის, რომელიც 27 სექტემბერს იწყება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჯასტინ ტრიუდო კანადის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც გეიბარს ესტუმრა.

ტრიუდომ ბარის სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და ბარის მეპატრონეებს გულთბილი სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. 2017 წლის ივნისში ჯასტინ ტრიუდო LGBT Pride-ის მსვლელობას ოჯახთან ერთად დაესწრო. 

წყარო: https://www.youtube.com

 

რობერტ ეგერსის ახალი ფილმის, The Lighthouse-ის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

უილემ დეფო შუქურის მცველის როლს ასრულებს, რობერტ პატინსონი კი მისი თანაშემწის. შუქურა კლდოვან კუნძულზე დგას, მთავარი გმირები კი უსაქმურობისა და მარტოობისგან შეშლის ზღვარზე არიან. უამინდობა, ალკოჰოლი და საშინელი მოგონებები მათ მეგობრობას სიძულვილად აქცევს. ფილმის პრემიერა 18 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com

 

ნახეთ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შესახებ გადაღებული ფილმის თრეილერი.

ფილმის პრემიერა 13 სექტემბერს გაიმართება. 

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.