fbpx

კარგი საკემპინგე ადგილები საქართველოში


გააზიარე სტატია


ზაფხულში მოგზაურობისას თუკი იმდენი კომფორტი არ გჭირდებათ, რასაც მხოლოდ სასტუმროში დარჩენა გულისხმობს და არც იმისთვის ხართ მზად, რომ დამოუკიდებლად დაგეგმოთ ყველაფერი, რაც კარვით მოგზაურობისთვის არის საჭირო, იდეალური გამოსავალია,  იპოვოთ საკემპინგე ადგილი, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ, ბუნებასთანაც ახლოს იქნებით და ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელი არჩევანი გამოგივათ. 

მაშ ასე – 

საქართველოში არსებული საკემპინგე სივრცეები: 

 

Sioni Camping 

სიონის წყალსაცავთან მოწყობილი საკემპინგე ზონა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღამის გასათევად, ასევე ღონისძიების  მოსაწყობად ან, უბრალოდ, სიონში ყოფნისას გამოსაკვებად და დასასვენებლად ესტუმროთ. 

კარვის ქირაობის შემთხვევაში – 4-ადგილიან, საკმაო მოცულობის კარავში 50 ლარს გადაიხდით, 2-ადგილიანში – 30 ლარს. ნაქირავები  კარავი შეგიძლიათ კემპინგის სივრცის გარეთაც განათავსოთ, თქვენთვის სასურველ ადგილას. 

 

ბანაკი ყუროზე 

მოიცავს როგორც ჰოსტელს, ასევე საკემპინგე სივრცეს კარვებით. შესაძლებელია თქვენი კარვით მისვლა და მხოლოდ სივრცის გამოყენება. ბანაკის ტერიტორიაზე კარვების გარდა განთავსებულია  ფრენბურთის მოედანი და კაფე-ბარი. 

ყუროს ბანაკი სტეფანწმინდაში მდებარეობს და  თუკი მას ესტუმრებით, შეძლებთ დატკბეთ დარიალის ხეობის,  მდინარე ჩხერის ხეობის, გერგეტის სამებისა და მყინვარწვერის  ხედებით.  

 

კემპინგი ჩირდილი

პირაქეთა ხევსურეთში, ჩირდილის ხეობაში მდებარე კემპინგი ერთდროულად ღამის გათევის და კვების საშუალებას იძლევა. ჯგუფების შემთხვევაში შესაძლოა ისარგებლოთ ფასდაკლებითაც. 

 

კემპინგი აღვი 

ლეჩხუმში მდებარეობს და საკმაოდ დიდ სივრცეზეა განთავსებული. აქ შესაძლებელია როგორც საკუთარი კარვით მოსვლა, ასევე  დაქირავება. კემპინგის ტერიტორიაზე განთავსებულია სველი წერტილები, საშხაპეები და საკვები ობიექტები. ბანაკი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზეა განთავსებული, რაც თევზაობის მოყვარულებისთვის დამატებითი სარგებელია.  

 

zeta Camp

ჯუთაში მდებარე კემპინგი ერთდროულად სასტუმროს, გასაქირავებელ კარვებს და საკემპინგე სივრცეს მოიცავს, სადაც შესაძლებელია საკუთარი კარვით დაბანაკებაც. 

 

GeoCamp Black Sea 

ქობულეთის სანაპიროზე არსებული საკემპინგე სივრცეა, სადაც ღია ინტერნეტი, საუზმე, პარკინგის ადგილი  და საბავშვო გასართობები გელოდებათ. აქვეა საოჯახო ნომრები და ნებადართულია ცხოველებით სტუმრობა. 

 

პანკისის კემპინგი

ხადორის ხეობაში, ხადორის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს და აქ სტუმრობის  შემთხვევაში შეძლებთ როგორც კარვებით და კვებით სარგებლობას, ასევე საცხენოსნო ტურის მოწყობასაც. 

 

ფარავნის ბანაკი

ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან სტუმრებს ბანაკი აგვისტოდან ელოდება. აქ  დაბანაკებისას შესაძლებელია თევზაობა, ჩიტებზე დაკვირვება და მეზობელი სოფლების დათვალიერება. 

კემპინგ სივრცეები შესაძლოა  დაცულ ტერიტორიებზეც აღმოაჩინოთ; მთავარი უპირატესობა, რაც საკემპინგე ადგილებში  გაჩერებას აქვს, კვების პერსპექტივა და მეტი უსაფრთხოებაა. თუმცა გახსოვდეთ, რომ გამგზავრებამდე  აუცილებლად გადაამოწმეთ ის ადგილი, სადაც წასვლას გადაწყვეტთ და დასვით კითხვები ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე, რათა  თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ან უსიამოვნო მოულოდნელობები მოგზაურობისას. 

 


რეკომენდებული სტატიები
კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის
ვინაიდან საქართველოში ხეტიალისთვის ყველაზე შესაფერისი დრო - ზაფხული დადგა, გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც შეიძლება გაჩერდე კომფორტულად ღამის გასათევად.
შატილის სასტუმროები, ფასები და საინტერესო ადგილები

შატილის სასტუმროები, ფასები და საინტერესო ადგილები

შატილის სასტუმროები, ფასები და საინტერესო ადგილები
შატილის ციხე-სოფელი ქართველი და უცხოელი ტურისტების მუდმივი ინტერესის საგანია. გთავაზობთ შატილში არსებულ რამდენიმე საოჯახო სასტუმროს და ფასებს სხვადასხვა სერვისის მიხედვით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.