fbpx

5 აგვისტო დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

გერმანული გამოცემა ანიტა რაჭველიშვილს სტატიას უძღვნის

ზალცბურგის ფესტივალზე ქართველი მეცო სოპრანოს მიერ შესრულებულმა არიამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მთელი მსოფლიო. შეუდარებელი რაჭველიშვილის შესახებ ამჯერად გერმანული გამოცემა Tiroler Tageszeitung წერს: “აღმაფრთოვანებელი იყო ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი პრინცესა დე ბუიონის როლში. მისი ხმა მიწიერი, მსუყე, დაბალი და გამაოგნებელი, ყოვლისმომცველი მაღალი ნოტებით ზალცბურგის ფესტშპილჰაუსის დარბაზში ერთგვარ ღვარცოფად შემოიჭრა.

რაჭველიშვილი არის განმაცვიფრებელი პროექციით შემკული ბომბა ხმა”, – წერს გამოცემა. 


ფრანგი მსახიობი გიიომ კანე პირად ინსტაგრამზე ქობულეთში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

სახალისო ვიდეო ქობულეთშია გადაღებული და მასში ჩანს კაცი, რომელიც მობილურს გამალებით ეძებს. თუმცა, ის მის ზურგზეა მიკრული. “მობილური ცოტათი ჭკუას ხომ არ გვაკარგვინებს?” — წერს მსახიობი ინსტაგრამზე. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

ტომ იორკმა ახალი ჩანაწერი Not the News Rmx EP გამოსცა.

ნამუშევარში მის ბოლო ალბომ Anima-ში შესული კომპოზიციის – Not the News-ის ოთხი სხვადასხვა ვერსიაა წარმოდგენილი, მათ შორის – მარკ პრიტჩარდის, Equiknoxx-ისა და Clark-ის. 

ვიდეო 1: https://www.youtube.com/

ვიდეო 2. https://www.youtube.com/

 

საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში ფინეთის გუნდი დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში ფინეთის გუნდი ანგარიშით – 23-22 დაამარცხა და ხვალ, 5 აგვისტოს გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ლატვიის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველოს გუნდის კაპიტანი ნენო ჯგერენაია სასტარტო მატჩში მიღებული ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. ის განაცხადში ქეთევან ცინცაძემ შეცვალა, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში 15 წლის თამარ ბურკაძეს ერგო.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

ანჯელინა ჯოლი ახალი სუნამოს, Mon Guerlain-ის რეკლამაში გადაიღეს.

ვიდეო ოსკაროსანმა ოპერატორმა ემანუელ ლუბეცკიმ გადაიღო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეკლამო რგოლი კამბოჯაში, 44 წლის მსახიობის სახლში არის გადაღებული.

წყარო: https://www.youtube.com

 

ქეით ბლანშეტი გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

Cate Blanchett in talks to star opposite Bradley Cooper in Guillermo del Toros Nightmare Alley

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ტიტულოვანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო დრამას, Nightmare Alley-ს იღებს. ფილმი 1947 წელს გადაღებული კინოსურათის ადაპტაცია იქნება და ის უილიამ ლინდის ამავე სახელწოდების რომანს დაეყრდნობა. ფილმის სიუჟეტი ამბიციური თაღლითისა და კორუფციულ გარიგებებში ჩართული ფსიქიატრის გარშემო ვითარდება. როგორც ცნობილია, გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება. ფილმში ბლანშეტთან ერთად ბრედლი კუპერი მიიღებს მონაწილეობას. 

წყარო: https://www.firstpost.com/

Homeland-ის ფინალური სეზონი 2020 წლამდე არ გამოვა.

Claire Danes and Mandy Patinkin in a scene from Homeland.

Showtime-ის ინფორმაციით, სატელევიზიო შოუს საბოლოო სეზონის პრემიერა 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება. 

წყარო: https://www.vanityfair.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.