fbpx

12 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სოფო ბათილაშვილი ბერკლის მუსიკის კოლეჯმა 100 ათასი დოლარით დააფინანსა.

“მხოლოდ ქართულის” გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ბერკლის მუსიკის კოლეჯმა 4-წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად 100 ათასი დოლართ დააფინანსა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ბათუმში შშმ პირთათვის პირველი ადაპტირებული პლაჟი მოეწყო

Image may contain: one or more people, ocean, sky, outdoor, nature and water

წელს პირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას და ბანაობას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა. 

გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 

წყარო: https://www.facebook.com

 

28 სექტემბერს ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

Image may contain: 5 people, people sitting

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და  27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წარმოგიდგენთ ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიან ფილმს “მარქსის ქუჩა 12” სარაევოს კინოფესტივალზე უჩვენებენ

16-23 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. როგორც უკვე იცით, კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ლევან აკინის And Then We Danced მონაწილეობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში კი ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12-ს” უჩვენებენ. 

წყარო: https://films.sff.ba/en/

 

ხოაკინ ფენიქსს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი საპატიო ჯილდოს გადასცემს.

წელს ასეთი ჯილდო ფესტივალისგან მერილ სტრიპსაც გადაეცემა. ოსკარის სამგზის ნომინანტ მსახიობს 9 სექტემბერს ტორონტოს ფესტივალზე დააჯილდოებენ. ფესტივალზე ფენიქსი ტოდ ფილიპსის ფილმის, Joker-ის პრემიერასაც დაესწრება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

Friends-ის 25 წლის იუბილესთვის ლეგომ სერიალის საკოლექციო მოდელი გამოუშვა

 Lego's Central Perk set will be available Sept. 1.

ყველა დროის ყველაზე პოპულარული სიტკომის, Friends-ის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად კი ლეგომ გადაწყვიტა საკულტო სერიალის მიხედვით შექმნილი კოლექცია გამოეშვა. სათამაშო შოუ არსებული ცენტრალ პარკის ყავის სახლის გადასაღებ მოედანს აცოცხლებს, რომელსაც სათამაშო კამერები, განათებები, მსახიობების მინიფიგურები და  ბევრი სხვა დეტალი მოჰყვება.

წყარო: https://mashable.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.