fbpx

ECHOWAVES – სამზადისი დიდი ფესტივალის წინ


გააზიარე სტატია

22 აგვისტოდან  25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს – Echowaves-ს უმასპინძლებს. 

ფესტივალისთვის მზადების ეტაპი უკვე დაწყებულია. როგორც ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ფესტივალის ორგანიზატორებმა განგვიცხადეს, ამჟამად ტერიტორიაზე სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, წელს ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და კონცერტები 8 მოქმედ სცენაზე გაიმართება. 

ფესტივალის  ორგანიზატორების თქმით, ამდენი სცენა და მუსიკის ასეთი ფართო არჩევანი ანაკლიაში არასდროს ყოფილა. ასევე, მათი განცხადებით, გველოდება განსაკუთრებულად ლამაზი ინსტალაციები, რომლებიც სასიამოვნოდ გააოცებს ჩამოსულ სტუმრებს. 

რაც შეეხება  სამუშაოებს, მიმდინარეობს  ბარების, კაფეების და სცენების მშენებლობის ინტენსიური პროცესი. დაწყებულია  ფესტივალის ტერიტორიის გაფორმება და კეთილმოწყობა. 

“წელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ფესტივალის სტუმრებს,  გაკეთდება რამდენიმე ახალი სცენა, მათ შორის –  OCTAGON STAGE, რომელიც ტექ-ჰაუსის და მელოდიური ტექნოს სცენაა. ასევე ველოდებით მთავარ სცენას,   რომელიც ძალიან მალე ჩამოვა და დავიწყებთ აპარატურის გამართვას.”, – გვითხრა ფესტივალის F&B მენეჯერმა ჯაბა კიკვიძემ. 

დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს.

ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ადგილებიც  მოინახულონ. ღამით კი 8 განსხვავებულ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი წარდგება. 

საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრები განთავსდებიან.  Eastern European Music Management ჯგუფის დამფუძნებლისა და Anaklia entertaiment group-ის ხელმძღვანელის, ბრანკო კოსტადინოვის თქმით, ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 4 დღის განმავლობაში ფესტივალზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაერთოს და თავი ბედნიერად იგრძნოს. 

Echowaves იმართება EXIT-ის ქოლგის ქვეშ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.

Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მისი ორგანიზატორების  იდეები დაედო. საქართველოში ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს Check-In-Georgia წარმოადგენს. 

“გასულ წელს Echowaves-ს საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მედიაში. რაც შეეხება ციფრებს, სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფოს ბიუჯეტში ფესტივალის მეშვეობით 8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ფესტივალებზე ათასობით და ათიათასობით ადამიანი იკრიბება და ამიტომ, ორგანიზატორებს მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, უსაფრთხო გარემოს შექმნაზეც აქვთ პასუხისმგებლობა. 

ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ვიწრო პროფილით მუშაობენ და ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო გართობაში ეხმარებიან. წელს პირველად ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება. ამისთვის Echowaves-ზე ორგანიზაციები Mandala და Safewaves – იმუშავებენ, რომლებიც ნარკოტიკისა და ალკოჰოლისგან მიყენებული ზიანის შემცირებას უზუნველყოფენ და შესაბამისად, სტუმრები ფესტივალის ტერიტორიაზე სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.” – განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

ცნობილია ფესტივალის შემსრულებლების სიაც, რომელსაც კიდეც რამდენიმე ცნობილი სახელი დაემატება:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA’ / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.