fbpx

რუსეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბირთვულმა დაბინძურებამ შესაძლოა საქართველოშიც შემოაღწია


გააზიარე სტატია

ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლესინ ზარბომ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა ბირთვული ნაწილაკების შესაძლო გავრცელების მოდელირება, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გარდა, საქართველოსაც მოიცავს.

ამ მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სევეროდვნისკში ადგილი ჰქონდა აფეთქების შედეგად ბირთვულ დაბინძურებას, ინციდენტის შემდგომ დღეებში ის საქართველოშიც შემოაღწევდა.

შეგახსენებთ, რომ არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება 8 აგვისტოს მოხდა. დაიღუპა “როსატომის” ხუთი თანამშრომელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქების დეტალები არ გაასაჯაროვა. რადიაციის დონის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ახლომდებარე სადგურები, რუსული მხარის განცხადებით, მწყობრიდან გამოვიდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.