fbpx

20 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ArchDaily & Strelka Award-ის სამ ფინალისტს შორის ყავის ქარხანაც მოხვდა.

სულ ცოტა ხნის წინ  ArchDaily & Strelka Award-ის ფინალისტები გამოავლინეს, მათ შორის კი გიორგი ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილი ყავის ქარხანაც მოხვდა. ქართულ პროექტთან ერთად ფინალში მოლდოვაში მდებარე კრეატიული ინდუსტრიის ცენტრი და ერთ-ერთ რუსული კინოთეატრი მოხვდნენ. ფინალისტები 15 პროექტიდან შეარჩიეს, საბოლოო გამარჯვებულებს კი 10 სექტემბერს გამოავლენენ. 

არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ყავის ქარხანა თებერვალში ევროკავშირის არქიტექტურის საერთაშორისო დაჯილდოებაზეც მონაწილეობდა. გარდა ამისა, ხმალაძის პროექტი მიხედვით შექმნილი ბათუმის მაკდონალდსი TED გალერიის მიერ მომავლის არქიტექტურის ათ შენობას შორის მოხვდა, 2014 წელს კი ArchDaily-ის მიერ 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელდა. 

წყარო: https://www.archdaily.com/

 

 

დღის ვიდეო: ნახეთ, რა ხდება თბილისის იმ ქუჩებში, სადაც The Fast and the Furious-ის გადაღებები მიმდინარეობს.

Fast9

ფორსაჟი 9-ის გადაღებები თბილისის ქუჩებში#Fast9 🎥 Tkeshe Tkeshelashvili

Gepostet von ავტომანიაკი Automaniac am Montag, 19. August 2019

 

Fast and Furious 9 bts Part 2 #fastandfurious9

Gepostet von George Lapherashvili am Montag, 19. August 2019

 

ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, საქართველოს რუკის ფორმის აბრები დაამონტაჟეს

 ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა ბათუმში ოფიციალურად დამისამართდა. საინფორმაციო აბრა, რომელსაც ერთიანი საქართველოს რუკის ფორმა აქვს,  ბათუმის მერმა, ქუჩის მკვიდრებთან ერთად მიამაგრა. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის მონაკვეთს ეროვნული გმირის  სახელი შარშან მიანიჭეს.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს,  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

წყარო: http://ajaratv.ge/

 

თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარკოფაგებს არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს. საელჩო ინფორმაციის დასაზუსტებლად მოკვლევას იწყებს. 

გურჯი ხათუნი, იგივე თამარ ბაგრატიონი  თამარ მეფის შვილიშვილი იყო. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის, ტოღრილის შვილის, მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს, ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკური ხასიათისა იყო. 

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით, ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. თანამედროვეთათვის გურჯი ხათუნის საფლავი უცნობია.

წყარო: https://1tv.ge

 

რაიან გოსლინგი შესაძლოა მარველის Thor-ის მეოთხე ნაწილში გამოჩნდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარის ნომინანტი მსახიობი  რამდენიმე დღის წინ ფილმის რეჟისორს ლოს-ანჯელესში შეხვდა, სადაც მსახიობს პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს.

წყარო: https://screenrant.com/

 

ნახეთ The Morning Show-ს პირველი ტრეილერი.

სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ კარელი ასრულებენ. სერიალის პრემიერა Apple TV Plus-ზე 2019 წლის შემოდგომაზე შედგება.

წყარო: https://www.youtube.com

 

Netflix ელვის პრესლიზე ანიმაციურ სერიალს – Agent King-ს გადაიღებს.

'Agent King' comes from Sony and counts Priscilla Presley among its executive producers, while John Varvatos will design the character's wardrobe for the show.

კომედიურ ანიმაციურ სერიალში როკ-ენ-როლის მეფის პერსონაჟი ჯაშუში იქნება და ბოროტებას შეებრძოლება. 

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
19 აგვისტო დილიდან 
Play Video

19 აგვისტო დილიდან 

19 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 
თბილისში პატრულმა თვითმფრინავის პილოტი დააჯარიმა - დღის VIDEO

თბილისში პატრულმა თვითმფრინავის პილოტი დააჯარიმა - დღის VIDEO

თბილისში პატრულმა თვითმფრინავის პილოტი დააჯარიმა - დღის VIDEO
თბილისში, ე.წ. "ზეემკას" დასახლებაში საავტომობილო გზაზე გამოჩენილმა სამხედრო თვითმფრინავმა საცობი შექმნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.