fbpx

21 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

And Then We Danced-ის დისტრიბუციის უფლება ამერიკასა და კანადაში Music Box-მა მოიპოვა

ლევან აკინის შვედურ-ქართულ დრამის პრემიერა მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა და მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმი უკვე აჩვენეს რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის ოდესაში, სადაც სურათმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა კიდეც. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. 

საერთო ჯამში And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა. მათ შორის არის ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, ავსტრია, ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნები, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, ტაივანი და თურქეთი.

წყარო: https://deadline.com/


რუსთავი 2-იდან ჟურნალისტების ნაწილი გაუშვეს, ნაწილმა კი ტელევიზია თავად დატოვა

"კურიერი" 21:00 საათზე

"კურიერი" 21:00 საათზე

Gepostet von Rustavi 2 am Dienstag, 20. August 2019

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელევიზიის წამყვანი სახეების ნაწილი გაათავისუფლა, მათ შორის – ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე. 

სალიას ამ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ისა და სხვა მედიასაშუალებების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, სალიას გადაწყვეტილება გააპროტესტეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა, მათმა ნაწილმა კი არხი საკუთარი სურვილით დატოვა. 9-საათიანი კურიერის პირდაპირი ეთერიდან მაყურებელს დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი დაემშვიდობნენ, მათთან ერთად კი არხიდან პაატა იაკობაშვილი და სხვა ჟურნალისტებიც წავიდნენ. 

ვიდეო: https://www.facebook.com/rustavi2

 

გაბრიაძის თეატრის საათი Atlas Obscura-ს რჩეულ საათებს შორის მოხვდა

Atlas Obscura-მ მკითხველი საყვარელი მონუმენტური საათების შესახებ გამოკითხა. პასუხებში კი თბილისში, რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრთან მდებარე საათიც აღმოჩნდა. გაბრიაძის თეატრის საათთან ერთად სიაში ისთგეითის საათი, გიბლის გიგანტური საათი, სტრასბურგის ასტრონომიული კოშკის საათი და სხვა პოპულარული მონუმენტური საათები მოხვდა. 

წყარო: https://www.atlasobscura.com/

 

Eko & Vinda Folio-მ ახალ ალბომში შემავალ სიმღერაზე “თერაპია” ვიდეოკლიპი გადაიღო.

ჯგუფი კონცერტებს საფრანგეთის ქალაქებში გამართავს — 28 ნოემბერს ლიონში, 1 დეკემბერს პარიზში, 5 დეკემბერს ნანტში და 6 დეკემბერს ტურკუენში.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მატრიცა ბრუნდება — კიანუ რივზი, კერი ენ მოსი და ლანა ვაჩოვსკი მატრიცის მეოთხე ნაწილზე  იწყებენ მუშაობას.

ვაჩოვსკისთან ერთად, სცენარზე მწერლებმა ალეკსანდერ ჰემონმა და დევიდ მიჩელმა იმუშავეს. გადაღება კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

The Marvelous Mrs. Maisel-ის მესამე სეზონის პირველი ტიზერი გამოვიდა.

სერიალის მესამე სეზონში 8 სერია იქნება და მისი პრემიერა 6 დეკემბერს შედგება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
19 აგვისტო დილიდან 
Play Video

19 აგვისტო დილიდან 

19 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.