fbpx

ახალი კამპანია ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად!


გააზიარე სტატია

 

დღეიდან თბილისის ქუჩებში გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და საქართველოს რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტები შეგხვდებათ.

თიბისის ეს წინა საჩემპიონატო კამპანია იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერას ემსახურება.

#შეერკინემსოფლიოს – მთავარი მესიჯია ქართველი, შერკინებაში ძლიერი მორაგბეებისთვის. 

მსოფლიო ჩემპიონატამდე კი მათ კიდევ ერთი თამაში ელოდებათ:  31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. 

 

სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება.

თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.

კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. 

ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2  ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:

  • 23 სექტემბერი – უელსი-საქართველო
  • 29 სექტემბერი – საქართველო-ურუგვაი
  • 3 ოქტომბერი – საქართველო-ფიჯი
  • 11 ოქტომბერი – საქართველო ავსტრალია

 

მოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

 

#რაგბიჩვენითამაშია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.