fbpx

26 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

 

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

Chkhvimiani(GEO)-Lutfillaev(UZB)

ლუხუმ ჩხვიმიანის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

Gepostet von Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია am Sonntag, 25. August 2019

ტოკიოში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანმა უზბეკი მეტოქე დაამარცხა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

Breaking Bad-ის სიქველი ფილმის თრეილერი გამოვიდა.

ფილმი ნეტფლიქსზე 11 ოქტომბერს გამოვა და მას El Camino ერქმევა. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული “არისის” სპორტული დირექტორი გახდა

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მისი კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.

წყარო: http://gbf.ge/news/

 

დისნეიმ ახალი ფილმიდან “კრუელა” პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

ფილმში მთავარი გმირის, კრუელა დე ვილის როლს ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს. სტოუნთან ერთად ფილმში ვიხილავთ ემა ტომფსონსაც. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის  ფილმ The Eternals-ში ითამაშებს.

ჰარინგტონთან ერთად ფილმში ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და რიჩარდ მადენიც მიიღებენ მონაწილეობას. 

წყარო: https://deadline.com/

 

დისნეიმ “ლედი და მაწანწალას” რიმეიქის პირველი თრეილერი გაავრცელა

მაწანწალას ჯასტინ ტერუ, ხოლო ლედის ტესა ტომპსონი ახმოვანებს. გამხმოვანებლებს შორის ასევე არიან ჟანელ მონე და სემ ელიოტი. ფილმის პრემიერა დისნეის სტრიმინგ სერვისზე, Disney+-ზე 12 ნოემბერს შედგება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

და მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი ჩვენია 🥳🥳 Zaza Nadiradze გილოცავ 🤩❤️💪😎

Gepostet von Salome Kavelashvili am Sonntag, 25. August 2019

ფინალში ზაზამ 40.24-წამიანი შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე ბელარუსი არტიომ კოზირი  გავიდა. ყველაზე სწრაფად დისტანცია ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუსტასმა დაფარა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.