fbpx

And Then We Danced შვედეთი ოსკარზე აგზავნის


გააზიარე სტატია


 

შვედეთმა გადაწყვეტილება მიიღო და 2020 წლის ოსკარზე ლევან აკინის ფილმი And Then We Danced გააგზავნა. შესაბამისად, წარმოშობით ქართველი რეჟისორის სურათი ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად გამართულ ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო.

ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ, მისი პრემიერა კი კანის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და მაყურებლისა თუ კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

სულ ცოტა ხნის წინ კი And Then We Danced-ში შესრულებული მთავარი როლისთვის ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო “სარაევოს გული” მიიღო. მსახიობისთვის ეს უკვე მეორე ჯილდოა, მან ამავე კატეგორიაში ოდესის კინოფესტივალზეც გაიმარჯვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ-შვედური ფილმის,  And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა, მათ შორის – აშშ-მ და კანადამ.

რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ლევან გელბახიანს, ის ჯერ ამერიკულმა ჟურნალმა შეიყვანა კანის 15 ვარსკვლავს შორის, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.