fbpx

2 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

საქართველოს პირველი არხის ყოფილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ინფორმაცია ნუგზარ ჯუღელის გარდაცვალების შესახებ პირველმა არხმა გაავრცელა. ის სწორედ პირველ არხზე მუშაობდა 50 წელზე მეტხანს. გარდა იმისა, რომ ნუგზარ ჯუღელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული კომენტატორი იყო,  მხატვრულ ფილმებშიც მონაწილეობდა. 

წყარო: https://1tv.ge/news/

 

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე მსოფლიო თასში მონაწილეობაზე დათანხმდა

 მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა. ამჟამად ის ფრანგულ კლუბ ტულონში თამაშობს. რაგბის მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება. 

 

რიჩარდ ლინკლეიტერი ახალ ფილმზე 20 წლის განმავლობაში იმუშავებს.

ლინკლეიტერის ახალ სურათში მთავარ როლებს ბინი ფელდსტეინი, ბენ პლატი და ბლეიკ ჯენერი შეასრულებენ. ფილმის მთავარი გმირი სიმღერების ავტორია, რომელიც შოუბიზნესითაა დაბრმავებული, მოახლოებულ საფრთხეებს ვერ ხედავს და კარგავს მეგობრებს.

წყარო: https://variety.com/

 

ეფლი ახალ აიფონს 10 სექტემბერს წარადგენს.

პრეზენტაცია კალიფორნიაში, ეფლის სათავო ოფისში გაიმართება.

წყარო: https://www.theverge.com/

 

ნეტფლიქსმა ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ფილმის სახელწოდებაა Inside Bill’s Brain: Decoding Bill Gates და მისი პრემიერა ტელურიდის 46-ე კინოფესტივალზე შედგება. პროექტის ავტორი და რეჟისორი დევის გუგენჰეიმია. ფილმის პრემიერა ნეტფლიქსის სერვისზე 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ: ენტონი ჰოპკინსი და ჯონათან პრაისი რომის პაპის როლში

რეჟისორ ფერნანდუ მეირელეშის ფილმში ენტონი ჰოპკინსმა ბენედიქტე XVI-ის, ჯონათან პრაისმა კი მისი მემკვიდრის – პაპი ფრანცისკეს როლი შეასრულა.

სიუჟეტის მიხედვით, ბენედიქტე XVI და ფრანცისკე განსხვავებული ხედვების მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის პოზიციების გამყარებას ცდილობენ. ორი პაპის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე  გაიმართება, Netflix-ზე კი ფილმი 20 დეკემბერს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

2020 წლის ევროვიზიას როტერდამი უმასპინძლებს

The 2020 Eurovision Song Contest will be held in Rotterdam

2020 წლის ევროვიზიას ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. ნიდერლანდებმა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ისრაელში მაისში გამართული კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა. 2020 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი 16 მაისს გაიმართება.

წყარო: https://eurovision.tv/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.