საქართველოში Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია
გააზიარე სტატია
დღეიდან Apple Pay-ით გადახდას “საქართველოს ბანკის”, “თიბისის”, “ვითიბი ბანკისა” და “ლიბერთი ბანკის” მომხმარებლებიც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ Apple-მა Apple Pay-ით გადახდის შესაძლებლობა მომხმარებელს პირველად 2014 წელს მისცა და საქართველოს ჩათვლით, დღეს ის უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
Apple Pay კომპანია “ეფლის” მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ iphone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით თანხა ტერმინალზე სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადაიხადონ.
ეს მობილური გადახდის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სისტემაა, რადგან ნებისმიერი ბარათის დამატებისას, მისი ნომრის ნაცვლად აპლიკაცია უნიკალური კოდის გენერირებას ახდენს და ინახავს.