fbpx

East Point-ში ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი გაიხსნა


გააზიარე სტატია

პირველ სექტემბერს შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქ “ისთ ფოინთში” საქართველოში ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი გაიხსნა.

ავეჯის ჰაბი “ისთ ფოინთის” ქვედა პარკინგის ტერიტორიაზე, 5000 2 ფართობზეა განთავსებული. შესაბამისად, ყველას, ვისაც ავეჯის ყიდვა  სურს, ამიერიდან საშუალება აქვს სასურველი ნივთები ერთ სივრცეში შეიძინოს – იქ, სადაც ყველაზე დიდი არჩევანია.  

ჰაბში განთავსებულია ავეჯის ბრენდები: Comforter, Mobler, EnzaHome, Marco, New Light, Forum. 

მეტი კომფორტისთვის “ისთ ფოინთის” ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს სამშენებლო ჰიპერმარკეტი “დომინო” და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ეს კი  მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველაფერი, რაც რემონტს და ავეჯს უკავშირდება, ერთ სივრცეში შეიძინოს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბის გახსნით ისთ ფოინთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა საქართველოში.

ავეჯის ჰაბის გახსნის ცერემონიაზე მომხმარებელს საშუალება ჰქონდა 40%-მდე ფასდაკლებით ესარგებლა, ხოლო პირველმა 100-მა მყიდველმა ავეჯის მაღაზიებისგან განსაკუთრებული საჩუქრები მიიღო.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მხიარული და სასიამოვნო გარემო დახვდათ.  მათ საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ფოტოსტენდით, რომელიც ადამიანის ერთ სივრცეში ფრენის ილუზიას ქმნის, ასევე ილუზიების ოთახით, გრანდიოზული საწოლი-ბატუტითა და ფერადი ბალიშებით. ღონისძიებას კოსტიუმირებული აკრობატებიც ახალისებდნენ. 

დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც ღონისძიების წამყვანმა ბახვა ბრეგვაძემ დაასაჩუქრა. გახსნის ცერემონია  ბენდ Sound Lab-ის კონცერტით დასრულდა. 

საქართველოში არსებული ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი მომხმარებელს მომავალშიც ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ისთ ფოინთის გვერდს


რეკომენდებული სტატიები
"შეხედე რა ზღვაა" - East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის

"შეხედე რა ზღვაა" - East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის

"შეხედე რა ზღვაა" - East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის
2019 წლის სეზონზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან ერთად “ისთ ფოინთი” წარმოგიდგენთ საზაფხულო ჩანთას - „შეხედე რა ზღვაა“, რომელიც საზღვაო კურორტებზეც და ყოველდღიურადაც თქვენი განუყრელი აქსესუარი გახდება
ამბავი იმაზე, თუ რა არის სკუტერი და რატომ არის ის დღევანდელი სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი მარტივი გამოსავალი

ამბავი იმაზე, თუ რა არის სკუტერი და რატომ არის ის დღევანდელი სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი მარტივი გამოსავალი

ამბავი იმაზე, თუ რა არის სკუტერი და რატომ არის ის დღევანდელი სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი მარტივი გამოსავალი
ისთ ფოინთში  სამი ელექტროსკუტერი თამაშდება. ამ ზაფხულს გეძლევათ შანსი დიდებული მოპედი მოიგოთ და თან თქვენი წვლილი შეიტანოთ გარემოს დაცვაში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.