fbpx

ბრაზილია + ფეხბურთი – ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან


გააზიარე სტატია


„ყოველ ჯერზე, როცა ბრაზილიაში ფეხბურთის თემას ეხებიან, ორი მცნება: ხელოვნება და ბედნიერება ახსენდებათ. ეს მოცემულობა კი ისტორიამ განაპირობა, რადგან ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ყველაზე წარმატებულია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გუნდი ერთადერთია, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს პელე – მსოფლიოში საუკეთესო (ბოდიში, არგენტინელებს)“,  – წერს ფოტოდოკუმენტალისტი და კურატორი კარლოს კარვალიო. 

  • პელე. ფოტო სან-პაულუს Lume Gallery-ის არქივიდან

„ბრაზილიაში ფეხბურთი არა მხოლოდ სპორტი, არამედ ხელოვნებაა, რომელსაც ბავშვები ფეხის ადგმისთანავე ეუფლებიან“, – ამბობს ფოტოდოკუმენტალისტი. 

მისი თაოსნობით ამ თემასთან დაკავშირებული გამოფენები ხშირად ეწყობა. მათ შორისაა ფესტივალი FestFoto, რომელიც ყოველწლიურად ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში იმართება. წარმოგიდგენთ ბოლო ფორუმის რამდენიმე ექსპონატს.

  • ბიჭი სან-კარლუშიდან (ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბრაზილიაში). ავტორი: დანიელ მარენკო

„ბრაზილიაში ფეხბურთი ყველგანაა: პროფესიონალურ მოედნებზე, სოფლებში, რიოს ფაველებში, იპანემის პლაჟებზე. თამაშობენ ყველაფრით – გაცვეთილი ბურთებით, დამრგვალებული წინდებით, ხილით, ბუშტებით… ყველაფრით, რაც კი დაგორავს. თამაშობენ დილიდან გვიან ღამემდე“. – კარლოს კარვალიო

  • ბიჭები სახურავზე რიოს ფაველაში, უკანა პლანზე კი „მარაკანას“ სტადიონი და ქრისტეს ცნობილი ქანდაკება. ავტორი: დანიელ მარენკო
  • ფეხბურთი სან-კარლუშში. ავტორი: დანიელ მარენკო
  • ფეხბურთი სან-კარლუშში. ავტორი: დანიელ მარენკო

„ბრაზილიელებისთვის ფეხბურთი ცდება შეჯიბრების ფენომენს. ნებისმიერი მოედანი  მხოლოდ ასპარეზობის სივრცე როდია. ადამიანები თავიანთი სხეულებით ახალი, შემოქმედებითი და კრეატიული მოძრაობების მიგნებასა   და განვითარებას ცდილობენ. ეს მათი ბედნიერების წყაროა – ისეთივე ბედნიერებას განიცდიან, როგორსაც ტრადიციულ კარნავალზე ცეკვისას“. კარლოს კარვალიო

  • იპანემას პლაჟი. ავტორი: ლუსიანა ვიტეკერი
  • სამოყვარულო გუნდის  მწვრთნელი ქალი და ლოცვა თამაშის წინ. ავტორი: მარლენ ბერგამო
  • გულშემატკივარი. ავტორი: მარლენ ბერგამო
  • იპანემას პლაჟი. ავტორი: დანიელ კფოური
  • რიოს საფეხბურთო კლუბის, „ფლუმინენსეს“ დროშა წმინდანების კუთხის თავზე. ავტორი: ბელ პედროსა
  • საფეხბურთო კლუბ „ვასკო და გამას“ გულშემატკივრის სახლი. ავტორი: ბელ პედროსა
  • აღმოსავლეთ ბრაზილიაში მცხოვრები კაიაპოს ტომის ინდიელები საყვარელი გუნდის თამაშზე. ავტორი: ნაირ ბენედიქტი
  • მონაზონი და ფეხბურთი. ავტორი: ალიარია ანდრადე
  • ქალთა ფეხბურთი. ავტორი: მონიკა ზარატინი
  • ქალთა ფეხბურთი. ავტორი: ანა არაიო
  • ფეხბურთი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ავტორი: ჯ.რ. რიპერი
  • ქალაქი მაკაპა. ავტორი: ანა კაროლინა ფერნანდესი
  • მოედნის ხაზები. ავტორი: როჯერიო რეისი

 


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში
პაუ ბუსკატო საკუთარ მეთოდს არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რომანის სახელით - „კლასობანად“ მოიხსენიებს. ფოტოგრაფია მისთვის სწორედ ამგვარი თამაშია, ქალაქი - საბავშვო მოედანი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.