fbpx

ლონდონის მეტროს მგზავრები ფოტოგრაფ ბობ მაზერის ფირებზე


გააზიარე სტატია

მეტრო, მისი გარემო და მგზავრები ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს ფოტოგრაფების ინტერესის სფეროს. ამ თემების ამსახველი მილიონობით გამოსახულება არსებობს, თუმცა, მათ შორისაა გამორჩეულად შთამბეჭდავი ხელწერით შექმნილი ნამუშევრებიც. 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერია ფოტოგრაფიის ისტორიაში ბობ მაზერს ეკუთვნის, რომელმაც ლონდონის მეტროს თემას თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

  • ბობ მაზერი

„საუკუნეების წინ მიწისქვეშეთს კაცობრიობა როგორც მიღმიერ სამყაროს, მეტიც, როგორც ბოროტების სავანეს, ისე აღიქვამდა. მართალია, დროთა განმავლობაში ამგვარი  წარმოდგენები შეიცვალა, თუმცა, სახეცვლილი ფორმით მაინც დარჩა ადამიანების გონებაში. 

დღეს მეტროში ჩასვლა ერთგვარ თავგადასავლადაც აღიქმება, ზოგიერთი დისკომფორტს განიცდის ჩაკეტილ სივრცეში ყოფნით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც განუსაზღვრელ თავისუფლებას გრძნობენ. 

ეს განცდები მათ სხვადასხვა საქციელისაკენ უბიძგებს, რასაც მიწის ზემოთ იშვიათად ამჟღავნებენ.  სწორედ ეს არაორდინალური ქცევები გახდა ჩემი ინტერესის საგანი“, – ამბობს ფოტოგრაფი. 

70-80-იან წლებში ბობ მაზერი პორნოინდუსტრიაში კინომექანიკოსად  მუშაობდა. სახლში გვიან ღამით, მეტროთი ბრუნდებოდა და როგორც თანამედროვე „ინსტაგრამერი“ ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, ფირზე საინტერესო მომენტი აღებეჭდა. 

მძინარე ადამიანები, შეყვარებული წყვილები, ახალგაზრდები, ჰიპები, ხულიგნები, ლოთები – ბობ მაზერის პერსონაჟები არიან. როგორც განმარტავს, არასოდეს გადაუღია მალულად, მეგობრული დამოკიდებულების გამოვლენა საკმარისი იყო იმისათვის, რომ მისი პერსონაჟები დათანხმებულიყვნენ. 

„მე მათი სოციალური წრიდან ვიყავი, ისეთივე ჰიპი, ხულიგანი, დაღლილი კლერკი და ლოთი, შესაბამისად, თავისიანად აღმიქვამდნენ და პრობლემები არასოდეს შემქმნია. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა უარი მითხრა  ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სათამაშო პლუშის დათვით მგზავრობდა. დასანანია, მაგარი ფოტო გამოვიდოდა“, – წერს ფოტოგრაფი.

ბობ მაზერს ათასობით ნამუშევრიდან რამდენიმე საყვარელი ფოტოც აქვს. მაგალითად, ქალი ტელეფონით, და მამაკაცი, რომელსაც ბობ მაზერი დრაკულად მოიხსენიებს. 

ბობ მაზერის ნამუშევრების კრებული „ანდერგრაუნდი“ რამდენჯერმე ფოტოწიგნად გამოიცა, ხოლო მისი გამოფენები პერიოდულად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ფოტოფესტივალებსა თუ გალერეებში. 


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან

ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან

ბრაზილია + ფეხბურთი - ფოტოები ცნობილი დოკუმენტალისტის ორგანიზებული ფესტივალიდან
„ბრაზილიაში ფეხბურთი ყველგანაა: პროფესიონალურ მოედნებზე, სოფლებში, რიოს ფაველებში, იპანემის პლაჟებზე. თამაშობენ ყველაფრით - გაცვეთილი ბურთებით, დამრგვალებული წინდებით, ხილით, ბუშტებით... ყველაფრით, რაც კი დაგორავს. თამაშობენ დილიდან გვიან ღამემდე“.  კარლოს კარვალიო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.