fbpx

9 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღეს, საღამოს 9 საათზე, მთავარი არხი მაუწყებლობას იწყებს

9 სექტემბერს, საღამოს 9:00 საათზე, ვიწყებთ

დღეს, საღამოს 9 საათზე, ვიწყებთ

Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Sonntag, 8. September 2019

 

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული მთავარი არხის ეთერში გასვლამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. დღეს, 9 სექტემბერს, ზუსტად საღამოს 9 საათზე მაყურებელი პირველ საინფორმაციო გამოშვებას იხილავს. მთავარ ამბებს არხზე დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ. 

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

 

თბილისის ფოტო ფესტივალი – პირველი ფოტო ფესტივალი საქართველოში და ამიერკავკასიაში – 10 წლისაა

ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემების გასაშუქებლად იყენებს. ფესტივალი არსებობის  პირველივე წლებიდან საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრებს წარმოადგენს და ამასთან რეგიონში ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

ფოტო ფესტივალის მე-10 გამოშვების ფარგლებში თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს. მეათე გამოშვების პროგრამა გამოფენების, საჯარო ლექციების, მრგვალი მაგიდების, ფოტოგრაფიის ღამის სქრინინგების სერიას აერთიანებს სამ ლოკალურ და გლობალურ მწვავე თემაზე:  საინფორმაციო ომი, მიგრაცია, გარემოს დაცვა.

 2019 წელს ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის მთავარი ღონისძიებებია:

12 სექტემბერი

  • თბილისის ფოტო ფესტივალი 2019 გაიხსნება ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფის,  ნან გოლდინის გამოფენით: 
  • “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“. 

14 სექტემბერი

  • ფოტოგრაფიის ღამე 
  • 20:00-03:00
  • ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ
  • 9 ეკრანი
  • მუშთაიდის პარკი 

16 სექტემბერი

  • 18:30  – ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის  გახსნა
  •  “UNUS MUNDUS: რიტუალები და ტრანსი“ – ვენსან მუნის და პრისილა ტელმონის ვიდეოინსტალაცია
  •  სასტუმრო “სტამბა“, მ. კოსტავას ქ. 14 

 

თბილისში ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – TBILISI MURAL FEST პირველად ჩატარდება

TBILISI MURAL FEST 2019

During ten days in September, TBILISI MURAL FEST is going to transform Georgia’s Capital into a public exhibition space. Turning buildings into art objects, prominent artists from Berlin and other European cities will interact with you at public events, such as workshops, podium discussions and a lot more. Finally, we will celebrate during the closing open-air-concert.2019 წლის 17-25 სექტემბერს თბილისში პირველად ჩატარდება სტრიტ არტის საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომელსაც საფუძველი თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით ჩაეყარა. წლევანდელი ფოკუსი სწორედ ბერლინზეა და ქალაქის 10 კედელს მსოფლიოში ცნიბილი ბერლინელი და სხვა მხატვრები მოხატავენ. დაინტერესებულთათვის გაიმართება ვორკშოპი და შეხვედრები მხატრვრებთან. ფესტივალი 25 სექტემბერს ორბელიანის მოედანზე KORDZ-ის კონცერტით დაიხურება!თბილისის მერია / Tbilisi City Hall Senatsverwaltung für Kultur und EuropaReBank I რებანკიAdjara Group • აჭარა ჯგუფიCoca-Cola Bottlers GeorgiaMontana Cans (official)ალპინას საღებავები • Alpina PaintsKing DavidGeorgian AirwaysDeutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისიArtarea/Tv2.0#TbilisiMuralFest

Gepostet von Tbilisi MURAL fest am Freitag, 6. September 2019

 

ფესტივალი, რომელსაც საფუძველი თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით ჩაეყარა, 17-დან 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.  წელს თბილისში ათ კედელს მსოფლიოში ცნობილი ბერლინელი და ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მხატვრები მოხატავენ. 25 სექტემბერს კი ფესტივალი ორბელიანის მოედანზე KORDZ-ის კონცერტით დაიხურება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლომი საუკეთესო ფილმისთვის ტოდ ფილიპსის “ჯოკერმა” მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალი კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხშირად სწორედ აქ გამარჯვებული ფილმები ხდებიან ოსკარის მთავარი ტრიუმფატორებიც. 

წყარო: https://edition.cnn.com

 

Super Bowl 2020 შესაძლოა ჯენიფერ ლოპესმა გახსნას.

გავრცელებული ინფორმაციით, შოუსთვის, რომელიც მაიამიში 2 თებერვალს გაიმართება, 50 წლის მომღერალი უკვე ემზადება.

წყარო: https://hollywoodlife.com/

 

“გრეის ანატომიის” მე-16 სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

 შონდა რაიმსის შოუ ამერიკის ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სერიალია, სამედიცინო შოუებში კი პირველია. მისი რეიტინგი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. შოუში მთავარ როლს ელენ პომპეო ასრულებს. ახალი სეზონის პრემიერა 26 სექტემბერს შედგება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი თავისუფალია.

რეჟისორი რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ყირიმში ტერორისტული აქტის მომზადების საქმეში ცნო. სენცოვი მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. 

წყარო: https://variety.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.