fbpx

თბილისის ფოტო ფესტივალი – პირველი ფოტო ფესტივალი საქართველოში და ამიერკავკასიაში – 10 წლისაა


გააზიარე სტატია

ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემების გასაშუქებლად იყენებს. ფესტივალი არსებობის  პირველივე წლებიდან საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრებს წარმოადგენს და ამასთან რეგიონში ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ფოტო ფესტივალის მე-10 გამოშვების ფარგლებში თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს. მეათე გამოშვების პროგრამა გამოფენების, საჯარო ლექციების, მრგვალი მაგიდების, ფოტოგრაფიის ღამის სქრინინგების სერიას აერთიანებს სამ ლოკალურ და გლობალურ მწვავე თემაზე:  საინფორმაციო ომი, მიგრაცია, გარემოს დაცვა.

2019 წელს ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის მთავარი ღონისძიებებია:

12 სექტემბერი

  • თბილისის ფოტო ფესტივალი 2019 გაიხსნება ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფის,  ნან გოლდინის გამოფენით:
  • “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“.

14 სექტემბერი

  • ფოტოგრაფიის ღამე
  • 20:00-03:00
  • ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ
  • 9 ეკრანი
  • მუშთაიდის პარკი

16 სექტემბერი

  • 18:30  – ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის  გახსნა
  •  “UNUS MUNDUS: რიტუალები და ტრანსი“ – ვენსან მუნის და პრისილა ტელმონის ვიდეოინსტალაცია
  •  სასტუმრო “სტამბა“, მ. კოსტავას ქ. 14

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.