fbpx

“აჭარა ჯგუფის” ახალი ვებგვერდი – Adjaragroup.com უკვე ონლაინ რეჟიმშია


გააზიარე სტატია

“აჭარა ჯგუფმა” ახალი ვებგვერდი –  Adjaragroup.com წარმოადგინა, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას “აჭარა ჯგუფის” მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობასთან დაკავშირებით.  Adjaragroup.com-ის მეშვეობით მომხმარებელი რეგულარულად შეიტყოს სიახლეებს კომპანიის შესახებ. 

კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გარდა  Adjaragroup.com გვთავაზობს მონაცემებს “აჭარა ჯგუფის” პროექტებისა და ობიექტების შესახებ, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა სერვისები.

ახალ ვებგვერდზე მოცემულია ასევე ინფორმაცია “აჭარა ჯგუფის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – სოფლის მეურნეობის- სფეროში კომპანიის წამოწყებების შესახებ.

ესაა კახეთში, 4000 ჰექტარზე განხორციელებული “პროექტი უდაბნო”, აქედან 2000 ჰექტარზე ნუშის პლანტაციები უკვე წარმატებით არის გაშენებული. ასევე პროექტი მოიაზრებს კენკრის ბაღებს და ენდემური ვაზის ჯიშის მეურნეობებს.  ეს პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოში რეგიონალური ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

სოფლის მეურნეობის სფეროში საყურადღებოა ასევე “აჭარა ჯგუფის” სასათბურე და შიდა ვერტიკალური მეურნეობის პროექტები – urban vertical farming, რომელიც მდებარეობს სასტუმრო სტამბაში, ეკომეგობრული ტექნოლოგიებით იმართება და კომპანიის “farm to table” კონცეფციას აძლიერებს.

კომპანიის, მისი ობიექტებისა და პროექტების შესახებ ამომწურავ მონაცემებთან ერთად, ახალი ვებგვერდი გვაწვდის ინფორმაციას Adjara Arch Group-ისა და მისი წევრების შესახებ, რომლებიც “აჭარა ჯგუფის” ობიექტების არქიტექტურული პროექტებისა და დიზაინის უკან დგანან.

Adjaragroup.com ამჟამად ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა უკვე დაწყებულია მუშაობა საიტის ქართულ ნაწილზეც, რომელსაც მომხმარებელი მალე იხილავს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.