fbpx

2019 წლის აგვისტო ფოტოჟურნალისტების თვალით


გააზიარე სტატია

25 აგვისტოს პორტო-ველიოს (ბრაზილია) მახლობლად დაიდო გალდიერიმ გადაიღო ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძრების შედეგების ამსახველი ფოტოები. აშშ-ს კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში ხანძართა რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი. ამაზონის ტყეების რეგიონში 70 000 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

 

უკანასკნელი ათი კვირის განმავლობაში ჰონგ-კონგში მასობრივი მანიფესტაციები გაიმართა, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა მწვავე შეტაკებებს პოლიციასთან. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, მიეღო კანონი სამართალდამრღვევთა ჰონგ-კონგიდან პეკინში ექსტრადიციის შესახებ. შედეგად, ადმინისტრაციამ უარი თქვა ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე. თუმცა, გამოსვლები და შეტაკებები მაინც გრძელდება, რადგან დემონსტრანტები ითხოვენ, რომ პეკინის მხრიდან შეწყდეს ჰონგ-კონგზე ზეწოლა.  

25 აგვისტოს ფოტოჟურნალისტმა კრის მაკგრანტმა გადაიღო ორი მოქალაქის ფოტო, რომლებიც აირწინაღებითა და ჩოგბურთის ჩოგნებით არიან აღჭურვილი და ასე  იგერიებენ პოლიციის მიერ ნასროლ ცრემლსადენი გაზის ბალონებს. 

 

 

მუმბაიში შივასა და კრიშნას სადიდებელი დღესასწაულები გაიმართა. ინდრადილ მუკერჯიმ ფოტო სასკოლო ღონისძიებისას გადაიღო.

 

 

3 აგვისტოს მასობრივი მკვლელობა მოხდა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში. სუპერმარკეტ Walmart-ში სროლის შედეგად  22 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ელ-პასოში სროლა, დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, აშშ-ის ისტორიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ათეულში მოხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, სამთავრობო დაწესებულებებზე ხუთი დღით დაუშვეს სახელმწიფო დროშები. ელ-პასოში შეიარაღებული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მოსახლეობა შეიკრიბა. 

 

  • ავტორი: მარიო ტამა

 

15 აგვისტოს Ural Airlines-ის Airbus A321, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ  სიმფეროპოლში მიფრინავდა,  მოსკოვის მახლობლად მდებარე სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა.  კომპანიის განცხადებით, თვითმფრინავი შასის გარეშე, გათიშული ძრავებით დაჯდა, მიზეზად კი ფრინველების გუნდი დასახელდა, რომელთა ნაწილი ძრავაში მოხვდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა 23 მგზავრი, მათ შორის – ცხრა ბავშვი.

ფოტოგრაფმა სერგეი ბობილევმა ეს ფოტო 4 დღის შემდეგ გადაიღო. 

 

 

აგვისტოში ორი წელი შესრულდა  მას შემდეგ, რაც ბირმაში უშიშროების ძალებმა და ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა მუსლიმი როჰინჯების მასობრივი დევნა დაიწყეს. სადამსჯელო ოპერაციები როჰინჯა ექსტრემისტების ძალოვნებზე შეიარაღებულ თავდასხმას მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობამ, დაახლოებით 700 ათასმა როჰინჯამ,  მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა თავი.  

25 აგვისტოს ბანგლადეშში, კოკსას ლტოლვილთა ბანაკში, 200 ათასი როჰინჯა შეიკრიბა, რათა მათ თავს დატრიალებული ტრაგედია და დევნის მსხვერპლნი გაეხსენებინათ. 

 

  • ავტორი: ელისონ ჯოისი

 

20-25 აგვისტოს პეკინში რობოტების მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, სადაც 700-მდე თანამედროვე ტექნოლოგია იყო წარმოდგენილი. ფოტოგრაფმა ჰოუ იუმ კორპორაცია Gree-ს მიერ წარმოდგენილი ექსპონატი გადაიღო – რობოტი, რომელმაც ფორტეპიანოზე დაუკრა. 

 

 

ივლისის ბოლოსა და აგვისტოში რუსეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეებმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვეს, რაც საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ თუ დამოუკიდებელ კანდიდატებს არ მისცა უფლება კენჭი ეყარათ 45-ადგილიან ქალაქის საბჭოში, რომლის არჩევნებიც 8 სექტემბერსაა დანიშნული. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები „უკანონო მასობრივ თავყრილობებად“ შეაფასა, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრაციები, დააკავა 2000-ზე მეტი მოქალაქე, 

 

  • ავტორი: Sefa Karacan

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.