fbpx

10 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილია

BIAFF – ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. BIAFF-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავმჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 10 ფილმი:

  1. “ბიუსტჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია/აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ.
  2. “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ სეზერი, თურქეთი, 2019, 94 წთ.
  3. “და იქმნა ნათელი”, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა/ჩეხეთი, 2019; 93 წთ.
  4. “მბრძანებლის ხმა”, გეორგი პალფი, კანადა/უნგრეთი /საფრანგეთი/შვედეთი/აშშ; 2018; 108 წთ.
  5. “სატყუარა”, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ.
  6. “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია/ აზერბაიჯანი/საქართველო, 92 წთ.
  7. “სიზმრების ციხე-სიმაგრე”, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019 წელი, 86 წთ.
  8. “სიცარიელე”, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ.
  9. “სამი დის ზღაპარი”, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019; 108 წთ.
  10. “დღის სასიამოვნო დასასრული”, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი, 2019; 96 წთ.

 

13 სექტემბერს, 19:00-ზე, მწერალთა სახლში გაიმართება ზაირა არსენიშვილის წიგნის – “ვა, სოფელოს”  პრეზენტაცია

 წიგნს წარადგენს ზურაბ არსენიშვილი, ხოლო პრეზენტაციის მოდერატორი იქნება კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის რომანში მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მოთხრობილია საქართველოს იმდროინდელი ისტორია: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფა, ქალაქის კულტურული ცხოვრება, გლობალური პოლიტიკური ძვრები, 20-30-იანი წლების ტერორი. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

შინეიდ ო’კონორი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა.  

ირლანდიელი მომღერალი გადაცემა The Late Late-ში ჰიჯაბში გამოწყობილი გამოჩნდა და მსმენელის წინაშე Nothing Compares 2 U შეასრულა. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

12 სექტემბერს თბილისის ფოტო ფესტივალი იხსნება — ნახეთ სრული პროგრამა

 თბილისის ფოტო ფესტივალი – პირველი ფოტო ფესტივალი საქართველოში და ამიერკავკასიაში – 10 წლისაა. ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემებზე დაფიქრებისთვის იყენებს. ფოტო ფესტივალი არსებობის  პირველივე წლებიდან საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად, რეგიონში ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. თბილისის ფოტო ფესტივალის მე-10 გამოშვების ფარგლებში თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს.

 ფოტო ფესტივალის სრული პროგრამა:

 12 სექტემბერი

ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფის,  ნან გოლდინის 

“ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ 

13 სექტემბერი

“არქტიკა: ახალის საზღვარი“

იური კოზირევი და კადირ ვან ლოჰუიზენი  – პრესტიჟული NOOR-ის სააგენტოს ფოტოგრაფების უნიკალური პროექტი არქტიკაზე (იური კოზირევის და კადირ ვან ლოჰუიზენის საჯარო ლექცია  15 სექტემბერს გაიმართება).

გამოფენა ღია ცის ქვეშ ავტორების თანდასწრებით

დასაწყისი 19.00

აბანოთუბანი /ლეღვთახევი 

14 სექტემბერი

“MAPS: ფოკუსი ტრანსმისიაზე“

პრესტიჟული ფოტოსააგენტო MAPS-ის  ფოტოგრაფების – ალესანდრო პენსოს, ჩიკინკირა გარსიას, კრისტიან ლუცის, დომინიკ ნარის, ჯონ ტროტერის,  ჯონ ვინკის, იუსტინა მელნიკევიჩის საჯარო ლექცია/სლაიდშოუ

დასაწყისი 16:00

სასტუმრო Rooms.  Rooms Garden Hall, მ. კოსტავას ქ. 14

ფოტოგრაფიის ღამე  

20:00-03:00

ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ

9 ეკრანი

მუშთაიდის პარკი

ფოტოგრაფიის ღამის გახსნა:

kordz – rejected pipelines /ცოცხალი მუსიკა/

დასაწყისი 20:00

მუშთაიდის პარკი

15 სექტემბერი

“არქტიკა: ახალი საზღვარი“

იური კოზირევის და კადირ ვან ლოჰუიზენის

საჯარო ლექცია/სლაიდშოუ

დასაწყისი 16:00

სასტუმრო Rooms. Rooms Conference Hall მ. კოსტავას ქ. 14

“ჩიტის ბუდეები“

გრეგუარ ელუა

გამოფენის გახსნა ავტორის თანდასწრებით

 დასაწყისი 19:00

გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, გ. ჭანტურის ქ. 8

“დაბნეულობა“

ვერონიკა გესიჩკა

გამოფენის გახსნა ავტორის თანდასწრებით  

დასაწყისი 19:00

გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი.  გ. ჭანტურის ქ. 8

გალერეები x Tbilisi Photo Festival * ღამით 

21:00-01:00

ღამის ვიზიტი გალერეებში:  “ერთი”, PROJECT ARTBEAT, Untitled Gallery,  “საწყობი”, პატარა გალერეა, “მაუდი“ 

16 სექტემბერი

 18:30  – ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის  გახსნა

 “UNUS MUNDUS: რიტუალები და ტრანსი“ – ვენსან მუნის და პრისილა ტელმონის ვიდეოინსტალაცია

მუზეუმის გახსნის LIVE 

სასტუმრო “სტამბა“, მ. კოსტავას ქ. 14

 17 სექტემბერი 

“მიგრანტების ოდისეა ევროპაში“

დისკუსია /სქრინინგი

დასაწყისი 19:00

მონაწილეები:

თომას დვორჟაკი, ფოტოგრაფი / Magnum (გერმანია),  ვიოლეტა ვაგნერი, მიგრაციის ექსპერტი, რეგიონული პორტფოლიოს მენეჯერი ICMPD (ლიტვა),  ომარ იმამი, ფოტოგრაფი (სირია/ჰოლანდია), რიჩარდ მოუსი, ფოტოგრაფი (ირლანდია), ალესანდრო პენსო, ფოტოგრაფი / MAPS (იტალია),  Art on Underground /დიდი ბრიტანეთი

მოდერატორი: იუსტინა მელნიკევიჩი, ფოტოგრაფი (პოლონეთი/საქართველო)

სქრინინგის პროგრამა

ნაწილი I  – ევროპიდან და ევროპაში

ანტუან დაგატა / Magnum Photos – Odysseia

ადამ ბრუმბერგი & ოლივიე შანარენი  – “ანგელოზების ბიუროკრატია“

თომას დვორჟაკი / Magnum Photos  – Europa

ომარ იმამი  – “ცხოვრება, სიყვარული, ლტოლვილი“

რიჩარდ მოუსი – Incoming

ალესანდრო პენსო – “ევროპული ოცნება“

Augustus Frederick Sherman – “ევროპელი მიგრანტების პორტრეტები  1905-1920“

 ნაწილი II – საქართველოდან და საქართველოში

მარიკა ამურველაშვილი – “ნიგერიელები თბილისში”

იუსტინა მელნიკევიჩი – “კამერუნელი ფეხბურთელები საქართველოში”

ჟულიან პებრელი – “უმცირესობები საქართველოში”

აივორ პრიკეტი – “ინდიელი ფერმერები კახეთში”

თაკო რობაქიძე – “ქართველი ქალები საბერძნეთში”

ნატა სოფრომაძე – “ირანელები თბილისში”

სტამბა ამფითეატრი – სასტუმრო “სტამბა“,  მ. კოსტავას ქ. 14

 18 სექტემბერი

“რა არის შენი ისტორია?“

Kummer & Herrman: ფოტო წიგნის დიზაინის 20 წელი

საჯარო ლექცია/სლაიდშოუ

დასაწყისი  19:00

სპიკერი: იერუენ ქამერი

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი. სასტუმრო “სტამბა“, მ. კოსტავას ქ. 14

19 სექტემბერი

“საინფორმაციო ომი: ფოკუსი რუსეთზე”

საჯარო დისკუსია/სქრინინგი

დასაწყისი 19:00

მონაწილეები:

ბეს ფლინი /New York Times (აშშ)

ევგენ ფადჩენკო /StopFake (უკრაინა)

ეთო ბუზიაშვილი /Atlantic Council’s DFR LAB (საქართველო)

ანა შპაკოვა /დამოუკიდებელი კურატორი (ბელორუსია)

მოდერატორი: იუსტინა მელნიკევიჩი

სტამბა D ბლოკი, Ground Floor მ. კოსტავას ქ. 14

20 სექტემბერი

ფოტოგრაფიის მოქალაქეები: კამერა და პოლიტიკური წარმოდგენა

ნალუემბე ბინაისა, ვინდია ბუსიპიტია, კონსტანტინოს კალანტისი, სოკფეა იანგი, კრისტოფერ პინე, ილეანა სელეიანი

საჯარო დისკუსია/სქრინინგი

დასაწყისი 18:00

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი

 სასტუმრო “სტამბა“, მ. კოსტავას ქ. 14

21 სექტემბერი

“მთებს მიღმა: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია. ნაწილი I“

20-ზე მეტი სამხრეთ კავკასიელი არტისტის მონაწილეობით

აგილ აბდულაევი, მერი აგახანიანი, ნაზიკ არმენაკაინი, არეგ ბალაიანი, ლეილი გაფაროვა, ერიკ გრიგორიანი, ანკა გუჯაბიძე, რენა ეფენდი, სიტარა იბრაჰიმოვა, ლადო ლომიტაშვილი, ელტურან მამადოვი, კარენ მირზოიანი, დინა ოგანოვა, თაკო რობაქიძე, ზამირ სულეიმანოვი, ნატა სოფრომაძე, ფირუზა ხალაფიანი, ეჰტირამ ჯაბი, ანაჰიტ ჰაირაპეტიანი, ჰიტორი ჰი, ილკინ ჰუსეინოვი.

კურატორი: ანა შპაკოვა

გამოფენის გახსნა

დასაწყისი  20:00

მომა თბილისი, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

შ. რუსთაველის გამზ. 27

Tbilisi Photo Festival 2019-ის დახურვა

Sacred + S მუსიკა + კინორიტუალი, ვენსან მუნი & პრისილა ტელმონი, ცოცხალი მუსიკა/სქრინინგი

დასაწყისი 21:30

ღვინის ქარხანა,  ვ. პეტრიაშვილის 1-ლი

წყარო: https://www.facebook.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.