fbpx

11 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

ტომ ჰენქსი რეჟისორ რონ ჰოვარდის ფილმში “აპოლონ 13” მთავარ როლს შეასრულებს

ახალ კინოსურათში ოსკაროსანი მსახიობი გამოგონილი კოსმონავტის, მაიორ მეთ მეისონის როლს მოირგებს, რომელიც 60-იან წლებში  აშშ-ში ყველაზე პოპულარული სათამაშო იყო. სათამაშო აშშ-ში 1966 წელს გამოჩნდა და ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

წყარო: https://variety.com/

ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER საზაფხულო სეზონის დახურვისთვის ემზადება

 21 სექტემბერს გამართული ღონისძიება ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება, რადგან მოწვეული არტისტების გარდა, სეზონის დახურვაზე არაერთი ადგილობრივი არტისტი დაუკრავს.

პირველი ჰედლაინერია ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი Job Jobse. გარდა ამისა, 21 სექტემბერს მსმენელი ქართველ არტისტს ნინა ბოჭორიშვილს მოუსმენს. 

წყარო: https://www.facebook.com/

5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლო ალბომის – Orchestra-ს მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა

 Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციისაა – ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანირებით სრულდება. ფრანგი არტისტი თბილისს 14 ფრანგ მუსიკოსთან ერთად ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ეწვევა, ხოლო საქართველოში მას აკომპანირებას “თბილისის სიმფონიური ორკესტრის” 14 წევრი გაუწევს.

 ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯანსუღ კახიძის დაფუძნებული “თბილისის სიმფონიური ორკესტრი” და ფრანგი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ითანამშრომლებენ. ერთობლივი რეპეტიციები ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართველი მსახიობი ვიკა კალანდია Apple Watch-ის რეკლამაში გადაიღეს.

კალანდიასთან ერთად რეკლამაში ოთხი ქართველი მსახიობი დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი და კობა შონია მონაწილეობენ. 

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

ეფლმა ახალი  iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა.

ველაზე იაფიანი მოდელის ფასი $699-დან დაიწყება, ხოლო iPhone 11 Pro $999, Pro Max კი $1 099 ეღირება. 19 სექტემბერს ხელმისაწვდომი გახდება iOS 13-იც, მისი დაყენება iPhone 6S-სა და ყველა შემდგომ აიფონზე იქნება შესაძლებელი.

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

ArchDaily & Strelka Award-ის გამარჯვებული გიორგი ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილი ყავის ქარხანა გახდა

 სულ ცოტა ხნის წინ ArchDaily & Strelka Award-ის გამარჯვებული არქიტექტურული პროექტი დასახელდა, მთავარი პრიზი კი გიორგი ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილ ყავის ქარხანას ხვდა წილად. 

არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ყავის ქარხანა თებერვალში ევროკავშირის არქიტექტურის საერთაშორისო დაჯილდოებაზეც მონაწილეობდა. გარდა ამისა, ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილი ბათუმის მაკდონალდსი TED გალერიის მიერ მომავლის არქიტექტურის ათ შენობას შორის მოხვდა, 2014 წელს კი ArchDaily-ის მიერ 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელდა.

წყარო: https://strelkamag.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.