fbpx

ტანსაცმლის ქართული ბრენდები, რომლებიც დამახასიათებელი სტილის სამოსს ქმნიან


გააზიარე სტატია

წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქართული ბრენდი იქმნება, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ. მათ შორისაა  ტანსაცმლის ბრენდები, რომლებიც საკმაოდ ხარისხიანი და ხშირ შემთხვევაში იაფი პროდუქციითაც გამოირჩევიან.

ქართული წარმოების პროდუქციის შეძენის კულტურა ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა, მათ  შეძლეს მომხმარებლის სამიზნე აუდიტორიის პოვნა. მიუხედავად საერთაშორისო ბრენდების სიმრავლისა, ქართულ  ბრენდებს გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ – ზუსტი წარმოდგენა თანამედროვე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტილზე,  რომელიც მათ მიერ შექმნილ კოლექციებში კარგად იგრძნობა. 

 

Zoma

ქართული ბრენდია, რომელიც აქცენტს პიროვნებისა და ცხოვრების სტილის  გამოხატვაზე აკეთებს. მოდელების უმრავლესობა  უნისექსია. ბრენდი მომხმარებელს ყოველდღიურ კომფორტულ სამოსს სთავაზობს. Zoma ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა.  ბრენდის მაღაზიას რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერეაში” იპოვით. 

 

Krawaii 

ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის streetwear-ს გოგოებისა და ბიჭებისთვის. ბრენდის  ინსპირაცია ანიმეებიდან მოდის. კოლექციებში იპოვით პოსტსაბჭოთა ესთეტიკით შექმნილ მოდელებსაც. krawaii-ის პროდუქციის დათვალიერება   ბრენდის ვებგვერდზე, facebook-სა და intagram-ზე შეგიძლიათ. 

 

Person 

ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის სამოსს სთავაზობს,   2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველ სეზონზე ახალ კოლექციას უშვებს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იკერება.  Person-ის ტანსაცმელი ხარისხიანია და სიიაფითაც გამოირჩევა. ყოველ ახალ კოლექციაში აღმოაჩენთ როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ მოდელებს, შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მარტივად შეუძლია მისთვის საინტერესო სამოსის შერჩევა.  გარდა ამისა, თუ უნისექსი სტილი მოგწონთ, მაშინ Person შესაძლოა თქვენი საყვარელი ბრენდი გახდეს. Person-ის დახლებს ქალაქში ორ მისამართზე აღმოაჩენთ – ქავთარაძის 1-ლ ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრ city mall-ში და რუსთაველის 42 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრ “მერანში”.

 

TAMRA 

ორიგინალური დიზაინით შექმნილი სკეიტბორდების გარდა სპორტულ, ყოველდღიურ  ტანსაცმელს და ჩანთებსაც აწარმოებს, რომელიც ისევ და ისევ სკეიტერების სტილით არის შთაგონებული. TAMRA-ს კოლექციები  განთავსებულია ბრენდის ვებგვერდზე, facebook-სა  და instagram-ზე, ასევე ფაბრიკაში  მდებარე მაღაზიაში – Margo Skate Shop-ში.

 

Cosmic Dance

ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც თავისი შინაარსით ერთგვარ მოძრაობად, სახელოვნებო პლატფორმადაც  კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. Cosmic Dance-ის კონცეფციაა თანამედროვე ხელოვნება, როგორც სუბკულტურული მოვლენა და თანამედროვე ახალგაზრდების  ყოველდღიური ცხოვრების სტილი. Cosmic Dance გთავაზობთ ტანისამოსს, რომელზეც ქართველი არტისტების ნამუშევრებია გამოსახული. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.