fbpx

დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს, Vetements ტოვებს


გააზიარე სტატია

 

ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია საკუთარ კომპანიას, Vetements ტოვებს.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას მოდის გავლენიანი გამოცემა WWD ავრცელებს.

“ვეტმო დავაარსე, რადგან არსებული მოდა ჩემთვის უკვე ძალიან მოსაწყენი იყო. ამ ბრენდმა კი მოდის სამყაროში სრულიად ახალი კარი გახსნა. ჩემი მისია შესრულებულია, ეს არის კომპანია, რომელსაც საკუთი ეპოქის შექმნა უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია”, — ამბობს გვასალია.

აღსანიშნავია, რომ ბრენდში, რომელიც 5 წლის წინ პარიზში შეიქმნა, მუშაობას დემნა გვასალიას ძმა, ამავე ბრენდის თანადამაარსებელი გურამ გვასალია გააგრძელებს.

დემნას ძმა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვეტმოს შექმნაში რამდენიმე კრეატიული ადამიანი იღებდა მონაწილეობას და რომ ის მომავალშიც მაქსიმალურად შეინარჩუნებს ვეტმოს ძირითად ღირებულებებს.

“დემნას მიღწევები და წარმატება, ვეტმოს ისტორიაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელმაც შემქნა ეპოქა”, — ამბობს გურამ გვასალია.

თავად დემნა კი ამჟამად ესპანელი დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მოდის სახლის  კრეატიული დირექტორია და წარმატებით განაგრძობს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.