fbpx

ვირტუალური რეალობა ჟურნალისტიკაში – ჯულია ლიბის რეპორტაჟები ცხელი წერტილებიდან


გააზიარე სტატია

 

გერმანელი ჯულია ლიბი მხატვარი, ფოტოჟურნალისტი და VR რეჟისორია, რომელიც მსოფლიოს ისეთ ცხელ წერტილებში მოგზაურობს და მუშაობს, როგორებიცაა: სუდანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ეგვიპტე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 

მისი მიზანი იმ ადამიანების ყოფის ჩვენებაა, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან პოლიტიკური არეულობების, სამოქალაქო ომების, ეთნიკური ნიშნით დევნისა და სხვა ტიპის კონფლიქტების შედედად.

 

  • ჯულია ლიბი. 

ანრი კარტიე-ბრესონის, რობერტ კაპას, დონ მაკკალინის, ჯეიმს ნახტვეის მსგავსად, ჯულია არაერთხელ აღმოჩენილა სახიფათო სიტუაციაში, როცა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფი მაინც აგრძელებდა სიკვდილთან თამაშს. 

მაგალითად, ლიბიის რევოლუციის გაშუქებისას, ნაღმი ახლოს მდგომ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც მისი კოლეგა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა, თავად კი, მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მანქანიდან ადგილობრივებთან ინტერვიუს ასაღებად იყო გადმოსული. 

ჯულია ლიბის თქმით, მას ორი არჩევანი ჰქონდა: ან ისევ მშვიდ, უსაფრთხო სამუშაოს დაბრუნებოდა, ან კვლავაც გაეგრძელებინა მწარე რეალობის ასახვა და მომავალი თაობებისთვის ამ გამოცდილების გადაცემა. მან უკანასკნელი აირჩია. 

 

  • კორიდა/კონგო. ავტორი: ჯულია ლიბი

 

  • ეგვიპტე. ავტორი: ჯულია ლიბი

 

  • სუდანი/დნესტრისპირეთი. ავტორი: ჯულია ლიბი

 

საინტერესოა, რომ ჯულიამ ლიბიმ თავის რეპორტაჟებისა თუ მხატვრულ შემოქმედებაში თხრობის ორიგინალური ტექნიკა – VR  ჟურნალისტიკა შემოიტანა. როგორც თავად განმარტა, ჟურნალისტიკაში ვირტუალური რეალობი ტექნოლოგიისა და 360 გრადუსიანი  ვიდეორგოლების გამოყენება, მაყურებელს საშუალებას აძლებს, უფრო მეტი, რეალური სიმძაფრით დაინახონ და განიცადონ რომელიმე კონკრეტული მომენტი. ამ ხერხით მან სამხრეთ სუდანში იმუშავა, გადაღებული მასალა კი სხვადასხვა მუზეუმებში განათავსა. 

 

  • კონგო

 

ჯულია ლიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა 2017 წელს გამომცემლობა Süddeutscher Verlag -ში გაიმართა, სადაც ფოტოგრაფია და ვირტუალური რეალობა ერთმანეთს დაუკავშირა. ამ ორიგინალური ხერხით, დამთვალიერებელმა ნახა და განიცადა ის, რასაც განიცდიდა არტისტი მასალის გადაღების ადგილებში.  

 

  • ლიბია. ავტორი: ჯულია ლიბი

 

  • კუბა/ჩრდილოეთ კორეა. ავტორი: ჰულია ლიბი

 

„XXI საუკუნეში შესაძლებელია მთვარეზე მოგზაურობა, თუმცა, ხშირად წარმოდგენა არა გვაქვს, თუ რა ხდება ჩვენივე მშბლიურ პლანეტაზე. იმედი მაქვს, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ჟურნალისტიკაში ინტეგრირება მსოფლიოს უკეთესს გახდის“ – წერს ჯულია ლიბი. 

 

 

თავისი ნამშევრებში არტისტი ცდილობს, რომ აქცენტი გააკეთოს არა მოვლენის კონტექსტზე, რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, არამედ ფოკუსირდეს ადამიანზე, რისთვისაც ფერის ელემენტს იყენებს, შედეგად კი ფოტოზე კაცობრიობა უხეში, გაუფილტრავი გამოსახულებითაა წარმოდგენილი.  ფოტოზე ასახული კონფლიქტის ადგილი, ქრონოლოგია აზრს კარგავს და დამთვალიერებელში მისი შეუქცევადობის განცდას აჩენს. 

 

 

„ჩვენ შეგვიძლია, რომ აწმყოს ამსახველი ფოტო და VR ვიდეომასალა მომავალ თაობებს დავუტოვოთ. ამ გზით ისინი დღევანდელი კონფლიქტების ზონებში ამოყოფენ თავს, უფრო მეტს გაიგებენ ნაკლებად ცნობილი რეგიონების ხალხთა და სუბკულტურების შესახებ. მომავალი თაობა ამ მეთოდებით ისტორიას უკეთ ისწავლის“ – წერს ჯულია ლიბი. 

 

 


რეკომენდებული სტატიები
"ხმელთაშუა ზღვის პარიზად" წოდებული ბეირუთის არქიტექტურა სერჟ ნაჯარის ფოტოგრაფიაში

"ხმელთაშუა ზღვის პარიზად" წოდებული ბეირუთის არქიტექტურა სერჟ ნაჯარის ფოტოგრაფიაში

"ხმელთაშუა ზღვის პარიზად" წოდებული ბეირუთის არქიტექტურა სერჟ ნაჯარის ფოტოგრაფიაში
ბეირუთის არქიტექტურა მრავალი ფოტოგრაფისთვის გამხდარა შთაგონების  წყარო. ერთ-ერთი მათგანია ლიბანელი სერჟ ნაჯარი, რომელიც ფოტოგრაფიით საკმაოდ გვიან, იურისტად მუშაობის 20 წლისთავზე დაინტერესდა.
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.