fbpx

ადამიანი როგორც მომავლის საკვები – შვედი ბიჰევიორისტი და მარკეტოლოგი მოსაზრებას გამოთქვამს


გააზიარე სტატია



შვედმა მეცნიერმა მაგნუს ზონდერლუნდმა პატარა აურზაური გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების შედეგების შესამსუბუქებლად ადამიანებმა ერთმანეთის ჭამა უნდა დაიწყონ. რა თქმა უნდა, ის არ გვირჩევს პირდაპირ კანიბალიზმზე გადასვლას, როგორც ეს პრეისტორიულ ხანაში ხდებოდა. ამის ნაცვლად, მეცნიერი ფიქრობს, რომ ადამიანებმა უნდა გადავლახოთ  ტაბუ და მკვდრების ჭამაზე დავფიქრდეთ.

გასტრო სამიტის მიმდინარეობისას შვედური ტელევიზია “მომავლის საკვების” თემას განიხილავდა, როდესაც ბიჰევიორისტმა მეცნიერმა და მარკეტინგის სპეციალისტმა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლიდან – მაგნუს ზოდერლუნდმა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების შედეგების ჭეშმარიტად განეიტრალებისთვის  “თვალი უნდა გავუსწოროთ” მომავალში ადამიანის ხორცის ჭამის შესაძლებლობას.

შვედეთის ტელევიზიის მეოთხე არხზე თავისი ინტერვიუ ზოდერლუნდმა გამოიყენა პაუერ-პოინტის პრეზენტაციისას,  რომელსაც სახელად ერქვა -“წარმოგიდგენიათ ადამიანის ხორცის ჭამა?”. პრეზენტაცია მოიცავდა საკითხებს: “არის თუ არა კანიბალიზმი მომავლის კვების ჯაჭვის მდგრადობის ერთ-ერთი გასაღები?” და “ვართ თუ არა ადამიანები ზედმეტად ეგოისტები მდგრადი ცხოვრების წესისთვის?”

 

 

შვედმა მეცნიერმა აღიარა ის “კონსერვატიული” ტაბუები, რომლებიც ოდითგანვე არსებობს ადამიანის ხორცის ჭამასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს მისი იდეის განხორციელების გზაზე ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია. მეორე მხრივ, ზონდერლუნდის აზრით, საკვების წყაროები მომავალში სულ უფრო და უფრო შემცირდება. შესაბამისად, ადამიანები საკუთარი თავის შესანახად იძულებული იქნებიან გადახედონ თავიანთ შეზღუდვებს  და დაფიქრდნენ შინაური ცხოველების, ასევე მწერების – კალიებისა და ჭიაყელების ჭამის შესაძლებლობაზეც. სწორედ აქ შემოდის მის ხედვაში ადამიანიც. ზონდერლუნდის აზრით, ადამიანის ხორცის ნელ-ნელა შეჩვევით, ამ პროდუქტით ბევრი დაინტერესდებოდა. 

წინააღმდეგობა, რომელიც კაცობრიობამ ადამიანის ხორცის ჭამის გზაზე უნდა გადალახოს, შვედი მეცნიერის აზრით, ეგოიზმს უკავშირდება. თუმცა, როგორც ბიჰევიორისტი, ის ფიქრობს, რომ ადამიანებს შეიძლება “შეაპარო” სწორი გადაწყვეტილებებიც.

 

ორიგინალი: https://bigthink.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.