fbpx

“12 სკამის” ახალ ეკრანიზაციას “მოსფილმი” საქართველოში გადაიღებს


გააზიარე სტატია

“ბლექ სი პრესის” ინფორმაციით, ილფის და პეტროვის ლეგენდარული სატირული რომანის, “12 სკამის” ახალი ეკრანიზაციის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში იგეგმება. ამის შესახებ “მოსფილმი” აცხადებს”.

“12 სკამის” ახალ სრულმეტრაჟიან ეკრანიზაციას საპროდიუსერო ცენტრი “პრაიმი” კინოკომპანია “სოლივსთან” ერთად გეგმავს. მრავალსერიანი ფილმის რეჟისორი პიოტრ ზელენოვია.

ამ რიმეიკში მთავარ როლებს კინოსა და თეატრის პოპულარული რუსი მსახიობები დიმიტრი ნაგიევი და დიმიტრი ნაზაროვი შეასრულებენ. ნაგიევს დიდი კომბინატორის – ოსტაპ ბენდერის, ხოლო ნაზაროვს – კისა ვარაბიანინოვის როლში ვიხილავთ.

ეპიზოდების უმეტესი ნაწილი “მოსფილმის” პავილიონებში უკვე გადაღებულია. “მოსფილმისა” და თბილისის გარდა გადაღებები სოჭსა და არხანგელსკშიც იგეგმება.

დიმიტრი ნაზაროვი თავის “ინსტაგრამზე” ხშირად აქვეყნებს გადაღებების ფოტოებს სოჭიდან, სადაც ამჟამად გადამღები ჯგუფი მუშაობს. 

ფილმის გადაღებების დასრულება 2020 წელსაა დაგეგმილი. 

საბჭოთა კინემატოგრაფისტებმა “12 სკამი”  ორჯერ გადაიღეს – 1971 წელს ილფის და პეტროვის რომანის მიხედვით  ლეონიდ გაიდაიმ გადაიღო, ხოლო 1976-ში – მარკ ზახაროვმა.

“12 სკამის” რიმეიკის გენერალური პროდიუსერის, ოლეგ ურუშევის განცხადებით, ახალ ვერსიაში გამოყენებულია საავტორო ორიგინალი ცენზურის მიერ გაკეთებული შემოკლებების გარეშე. სცენარის ავტორების სიტყვებით, “12 სკამის” ახალი ფილმი “წმინდა წყლის კომედია” იქნება. ამასთან  ფილმს დინამიკას მრავალი “ექშენ” და დევნის სცენა შესძენს.

ორიგინალი: https://www.newsgeorgia.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.