fbpx

ცნობილი მხატვრებისა და მწერლების სახლები მოდელების დახმარებით გააცოცხლეს


გააზიარე სტატია



როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ცნობილი ხელოვანები, როგორ გამოიყურებოდა მათი  საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, როგორ ატმოსფეროში იქმნებოდა შედევრები და როგორი იყო მათი ყოფითი ყოველდღიურობა? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მან ცნობილი მხატვრებისა და მწერლების რეზიდენციები მოინახულა და ამ სივრცეებში დაქირავებული მოდელების დახმარებით წარსულის გაცოცხლება სცადა. 

ადრიენ ბლუმი რამდენიმე ისტორიული ფიგურით დაინტერესდა. იმუშავა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ლი კრასნერისა და ჯექსონ პოლოკის სახლ-მუზეუმი, ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი ფოტოგრაფი ქალის, ელის ოსტინის სტუდია, მარკ ტვენის სახლი და სხვა.

ელისაბედ ელის ოსტინი (1866-1962) – ერთ-ერთი პირველი ამერიკელი  ფოტოგრაფი ქალია, რომელიც ნიუ-იორკში, Staten Island-ზე ცხოვრობდა.

 

ელის ოსტინი. 1886 წელი

 

ელის ოსტინის სახლი

ელის ოსტინი 40 წლის განმავლობაში იღებდა ფოტოებს  და 8000-მდე ნამუშევარი დატოვა. მისი განუყრელი მეგობარი და პარტნიორი ცხოვრებაში ბრუკლინელი ბაღის მასწავლებელი და მოცეკვავე გერტრუდა ამელია ტეიტი იყო. ისინი 1945 წლამდე  Staten Island-ის სახლში ერთად ცხოვრობდნენ, სანამ რეზიდენცია ბანკმა არ გაყიდა დავალიანების გამო.

 

ელის ოსტინი და გერტრუდა ტეიტი.

ავტორი: ელის ოსტინი 

ადრიენ ბლუმის თქმით, ელის ოსტინი ერთ-ერთი მისი გამორჩეულად საყვარელი ფოტოგრაფია, რომლის შემოქმედება, გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, ინსპირაციის წყაროც ყოფილა. „მსახიობების დახმარებით შევეცადე აღმედგინა ის გარემო, სადაც ოსტინი და ტეიტი ცხოვრობდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ხელოვანების  ერთად ყოფნის ჰარმონია გადმომეცა, ის პერიოდი, სანამ ოჯახის წევრები მათ ცხოვრებაში უხეშად არ ჩაერეოდნენ, მათი არატრადიციული ურთიერთობიდან გამომდინარე“, – წერს ფოტოგრაფი.

 

„ელის ოსტინის სახლი“

პროექტი „ისტორიული სახლები“

ავტორი: ედრიან ბლუმი

 

პოლოკი-კრასნერის სახლი-სტუდია. ადრიენ ბლუმმა ჯექსონ პოლოკისა და ლი კრასნერის ისთ ჰემფტონის სახლ-სტუდიაში ცხოვრების ის პერიოდი გადაიღო, როცა მათ შორის ურთიერთობაში  დაძაბულობა და კრიზისი იყო, ხოლო პოლოკს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო.

 

„პოლოკი-კრასნერის სახლი-სტუდია“.

პროექტი „ისტორიული სახლები“

ავტორი: ედრიან ბლუმი

 

„მარკ ტვენის სახლი“

პროექტი „ისტორიული სახლები“

ავტორი: ედრიან ბლუმი 

ამერიკელი მწერალი კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში მდებარე სახლში 1874-1891 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა. ვიქტორიანულ სტილში აგებულ სამსართულიან სახლში 19 ოთახია. სწორედ აქ იქმნებოდა მისი  ნაწარმოებები: „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, „უფლისწული და მათხოვარი“, „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“ და სხვა. 

 

ფლორენს გრისვოლდის სახლი. Old Lyme-ის სახელით ცნობილი სამხატვრო კოლონია, რომელიც იმპრესიონისტების პირველი პლატფორმა გახდა ამერიკაში და მისი ერთ-ერთი პირველი რეზიდენტის, ფლორენს გრისვოლდის სახელს ატარებს. 

 

„ფლორენს გრისვოლდის სახლი“.

პროექტი „ისტორიული სახლები“.

ავტორი: ედრიან ბლუმი 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.