fbpx

თბილისის რამდენიმე კაფე, სადაც მშვიდი და მყუდრო გარემო დაგხვდებათ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

თბილისში კაფეების და ბარების  პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თუმცა შესაძლოა ყველა მათგანში თავი კომფორტულად ვერ იგრძნოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს  სივრცე სამუშაოდ ან საქმიანი შეხვედრებისათვის გჭირდებათ. 

სტატიაში გირჩევთ  თბილისის რამდენიმე კაფეს, სადაც კარგ მენიუსთან ერთად  მშვიდი და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. 

 

სკოლა • Skola Coffee & Wine Bar

კაფეს ორი ფილიალი აქვს –  რუსთაველის 17-ში და ვაკეში, ფალიაშვილის 80-ში. “სკოლაში”  შესვლისთანავე იგრძნობთ სიმყუდროვეს, რაც პირველ რიგში,  ინტერიერის დამსახურებაა. სხვადასხვა სახეობის გემრიელი ყავა, ნატურალური ღვინო, მრავალფეროვანი ევროპული მენიუ და მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობა –  ეს ყველაფერი ერთად დაწესებულების ორივე ფილიალში დაგხვდებათ. კაფე სამუშაო დღეებში დილის 8-დან საღამოს 10 საათამდეა ღიაა, შაბათ-კვირას კი – დილის 9-დან საღამოს 10  საათამდე.

 

სიტიო • Sitio

თუ ღვინის მოყვარული ხართ და თქვენთვის მშვიდი გარემოც არანაკლებ  მნიშვნელოვანია, მაშინ სიტიო • Sitio თქვენთვის თბილისის  ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება.  აქ ღვინის უამრავი სახეობაა, რომლის შერჩევაშიც მომსახურე პერსონალი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ.   ღვინის ბარი სიტიო • Sitio ზანდუკელის ქუჩაზე, 11 ნომერში მდებარეობს. სივრცე ღიაა ყოველდღე, დღის 3 საათიდან ღამის 1-ლ საათამდე.

 

ახალი მზიური • New Mziuri

მზიურის პარკში,  აუცილებლად შენიშნავთ კაფეს ღია სივრცით –  ეს ახალი მზიურია, თბილისის რეკრეაციულ ზონაში მდებარე სოციალური საწარმო, რომელიც სტუმრებს მოსახერხებელ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.  “ახალი მზიური”  ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საიმისოდ, რომ  მშვიდ გარემოში შეხვდეთ მეგობრებს, თანამშრომლებს ან შესვენებისას  წაიხემსოთ. ახალი მზიურის კაფე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამუშაო სივრცედ, ასევე არაფორმალურ გარემოში საქმიანი შეხვედრებისათვის.

კაფე  მთლიანად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე სტუმრებისათვის. “ახალი მზიური” ღიაა ყოველდღე, დღის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე. 

 

MEMO Coffee

მყუდრო ყავის სახლი “MEMO Coffee„  ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 49 ნომერში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ ყავის სხვადასხვა სახეობა  გემრიელ დესერტებთან ერთად დააგემოვნოთ. კაფეში ინტეგრირებულია ბიბლიოთეკაც. ინტერიერი საგანგებოდ ისეა   მოწყობილი, რომ მას ჯგუფური სამუშაო შეხვედრებისათვისაც გამოიყენებთ.

MEMO Coffee ყოველდღე, დილის 10 საათზე იღება  და ღიაა საღამოს 7 საათამდე.

 

Prospero’s Books &  Coffeehouse

რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერში  ჭიშკარს დაინახავთ, რომლის მიღმა უკვე მრავალი წელია  წიგნის მაღაზია მდებარეობს. მის ინტერიერში მყუდრო კაფეა  ინტეგრირებული. თუ  სამუშაო/საქმიანი შეხვედრა ან უბრალოდ განტვირთვა გინდათ, მაშინ  სივრცე ამისათვის ყველა პირობას შეგიქმნით. 

Prospero’s Books &  Coffeehouse ღიაა ყოველდღე, დილის 9:30-დან საღამოს 9 საათამდე. 

 

ყიყლიყო / kikliko

ეს მცხეთის ქუჩაზე, 28 ნომერში მდებარე პატარა კაფეა. “ყიყლიყო” ყოველდღე 9 საათზე იღება და დღის 4 საათამდე, საუზმესა და ბრანჩზე  მყუდრო გარემოში გეპატიჟებათ. ადგილის სახელწოდება, ინტერიერი, მენიუ, კეთილგანწყობილი პერსონალი, პატარა ეზო  – ეს ყველაფერი “ყიყლიყოში” სტუმრობისას თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებთ. 

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის საზაფხულო კაფეები და რესტორნები ღია სივრცეებით

თბილისის საზაფხულო კაფეები და რესტორნები ღია სივრცეებით

თბილისის საზაფხულო კაფეები და რესტორნები ღია სივრცეებით
თბილისის სხვადასხვა უბანში  განლაგებული ეს კაფეები და რესტორნები საუკეთესო ეზოებითა და ვერანდებითაა გამორჩეული. აქ სტუმრობისას ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენ შეძლებთ დროებით თავი დააღწიოთ  ურბანულ ქაოსს და მშვიდ გარემოში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. 
რესტორნები ქალაქის მთავარ სიმბოლოებთან - თბილისში, სიეტლში, პრაღაში, ბერლინსა და პარიზში

რესტორნები ქალაქის მთავარ სიმბოლოებთან - თბილისში, სიეტლში, პრაღაში, ბერლინსა და პარიზში

რესტორნები ქალაქის მთავარ სიმბოლოებთან - თბილისში, სიეტლში, პრაღაში, ბერლინსა და პარიზში
თბილისში ყველაზე მაღალ და სიმბოლურ ადგილას, მთაწმინდაზე, იქ, სადაც სატელევიზიო ანძა დგას, 1938 წლიდან ფუნქციონირებს რესტორანი “ფუნიკულიორი.” სამსართულიანი შენობა მას შემდეგ თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.