ბათუმში, სარეკლამო ფესტივალმა Ad Black Sea 2019 გამარჯვებულები გამოავლინა
ბათუმში სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო ქართული სააგენტო, დიზაინ სტუდია და ყველაზე კრეატიული სააგენტო გამოვლინდნენ.
წელს ფესტივალში 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მონაწილეობდა.
ACAG-ის რეიტინგის მიხედვით, წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიის წოდება Windfor’s-მა მოიპოვა. წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო Redberry გახდა.
Voskhod Agency-ს ორი ჯილდო გადასცეს, როგორც ფესტივალის საუკეთესო სარეკლამო სააგენტოსა და დამოუკიდებელ სააგენტოს. ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო – ისევ Windfor’s-ს ხვდა წილად. ფესტივალის საუკეთესო ქსელურ სააგენტოდ – BBDO Group დასახელდა.
Ad Black Sea შავი ზღვის სანაპიროზე უკვე მეხუთედ ტარდება და მიზანი ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაა.