fbpx

23 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

დოლჩე & გაბანას ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა.

მილანში გამართულ მოდის კვირეულზე( 17-23 სექტემბერი) მოდის წამყვანმა დიზაინერებმა თავისი გაზაფხული- ზაფხულის კოლექციები წარმოადგინეს. დოლჩე & გაბანას ჩვენებაზე იტალიელი დუოს კოლექცია ორმა ქართველმა, Look Modéls Managemént-ის მოდელმა მატილდა გვარლიანმა და თათია ახალაიამ წარმოადგინეს

წყარო: https://www.vogue.com/

 

ლიკა რიგვავა და ანა გავვა საყოველთაოდ ცნობილი ბრენდის ჩვენებაში მონაწილეობდნენ.

გენიალური Alessandro michele-ს მიერ შექმნილი Guccis სამოსი კი პოდიუმზე ისევ ორმა ქართველმა მოდელმა, ლიკა რიგვავამ (Look Modéls Managemént) და ანა გავვამ მოირგეს.

 

 

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.   

ქართველმა ფინალში ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში თურქეთის საუკეთესო მოფარიკავეს, ენვერ ილდირიმის მოუგო.  

 

2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე  ქართველი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პეტრიაშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში თურქი მოჭიდავე ტაჰა აკგული დაამარცხა და ამ გამარჯვებით, გარდა ჩეპიონობისა, ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. პეტრიშვილმა ზედიზედ მესამედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

 


ლეგენდარული ჯესიკა ლენგი ეკრანს ახალი სერიალით უბრუნდება

ჯესიკა ლენგი ნეტფლიქსის ახალ მუსიკალურ კომედიაში, The Politician-ში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. რაიან მერფის შოუ პეიოტ ჰობარტი შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შვიდი წლის ასაკიდან ოცნებობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნეტფლიქსის შოუ The Crown სტრიმინგ-სერვისზე მესამე სეზონით 17 ნოემბერს გამოჩნდება.

The Crown-ის მესამე სეზონში ლიზაბეტ მეორეს როლზე კლერ ფოის ოსკარის მფლობელი ოლივია კოლმანი შეცვლის. ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს კი ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.