fbpx

“პური გულიანი” –  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით


გააზიარე სტატია

 

თქვენ, ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობას, ალბათ ძალიან გიყვართ ახალი ადგილების აღმოჩენა, მყუდრო გარემოში განმარტოება, ან მეგობრებთან შეხვედრა და გემრიელი კერძებისა და ყავის დაგემოვნება. შესაძლოა ახლა სწორედ ასეთ ადგილს ეძებთ,  და თუ ამ სტატიას კითხულობთ, მაშინ იღბლიანი ყოფილხართ. 

საარბრიუკენის მოედანზე მდებარე მაღალფანჯრებანი აგურის შენობა ყოველდღე ელის გურმანებს –  თანამედროვე ქართული სახაბაზო დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე სტუმრებს გულთბილად იღებს და მეგობრულ და გემოვნებით მოწყობილ გარემოში  გემრიელ საუზმეს, სადილსა და ვახშამს სთავაზობს.

„პური გულიანის“ სახელწოდება წარსულიდან მოდის –  სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული შიგთავსითა და გემოთი ცხვებოდა. ამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ნაწარმს ყოველთვის ერთი რამ აერთიანებდა –  მცხობელი, რომელიც მთელ გულს დებდა თავის საქმიანობაში და სიყვარულითა და მზრუნველობით გამომცხვარი პურეული, რომელიც კეთილი ადამიანის ხელში ინაცვლებდა.

სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებს „პური გულიანი“. აქ ქართული ხორბლით და რეგიონული  პროდუქტებით ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულისა და გემრიელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები.

სახაბაზოს მენიუ ნამდვილი აღმოჩენაა როგორც გემოთი, ისე მრავალფეროვნებით – მენიუში შეხვდებით აჭარულ ხაჭაპურს, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ქალაქში საუკეთესოს წოდება და  “პონჩიკებს” მრავალფეროვანი შიგთავსით – კენკრის და ტარხუნის ჯემით თუ შოკოლადის კრემითა და დარიჩინით. მათი თავბრუდამხვევი სურნელი ვისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ვისთვის კი ახალი გასტრონომიული თავგადასავალია. 

“პური გულიანი“ ისტორიის გაგრძელებაა და ამ საპატიო სტატუსს ღირსეულად ირგებს. ის ინარჩუნებს მთავარს: ღირებულებებს, მაღალ ხარისხსა და გულთბილ დამოკიდებულებას სტუმრების მიმართ.

შენობაში შესვლისას მოულოდნელად ღია სამზარეულოსა და ვეება ღუმელს დაინახავთ. სითბო და სანდოობის განცდა ნებისმიერი სტუმრისთვის საკმარისია საიმისოდ,  რომ თავი მყუდროდ იგრძნოს. მადისაღმძვრელი მენიუს ფონზე აქ იდეალური გარემოა შექმნილი დასასვენებლად, განსატვირთად და სამუშაოდაც კი. ხოლო მეგობრული თუ საქმიანი სასიამოვნო შეხვედრებისთვის “პური გულიანის” ინტერიერი ნამდვილად შესაფერისია. 

აქ შეგიძლიათ განმარტოვდეთ, ან მშვიდად იმუშაოთ, ან წიგნი გაიყოლოთ და იკითხოთ, დაპატიჟოთ ოჯახის წევრები, შეხვდეთ საყვარელ ადამიანს სამსახურის შემდეგ  ან მეგობრებს შაბათ-კვირას.

…ანდა,  უბრალოდ, გვერდზე გულგრილად ვერ ჩაუაროთ და ფინჯან ყავაზე, პურ-ფუნთუშეულსა და დესერტებზე შეირბინოთ. „პური გულიანში“ ყოველთვის ისე დაგხვდებიან, როგორც ოჯახში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.