fbpx

IOS 13-ის ახალი ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა დახატა


გააზიარე სტატია


10 სექტემბერს, კომპანია “ეფლმა” “აიფონის” ახალ მოდელებთან ერთად საზოგადოებას თავისი განახლებული მობილური ოპერაციული სისტემაც წარუდგინა.

iOS 13-ის ჩამოტვირთვისთანავე მომხმარებლებისთვის უამრავი ახალი და მათ კომფორტზე ორიენტირებული ფუნქცია გახდა ხელმისაწვლდომი —  Dark Mode-ის განახლებული რეჟიმი, ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავების სრულიად ახალი შესაძლებლობები და რამდენიმე განახლებული აპლიკაცია, რომლებმაც დამატებითი ფუნქციები შეიძინეს.

მთავარი: მათ შორისაა გაცილებით ლამაზი დიზაინის მქონე ქართული კლავიატურაც, რომელზეც ქართველმა დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ იმუშავა.

“ეფლი” 2015 წლამდე ძირითად შრიფტად Helvetica-ს იყენებდა. ამ შრიფტზე საავტორო უფლებებს კომპანია მონოტაიფი ფლობდა, სადაც მე პრაქტიკაზე ვიყავი და სწორედ იქ გადავწყვიტეთ, რომ ორიგინალთან მიამრთებაში ახალი, თანამედროვე და უფრო მეტად ჰარმონიული ვერსია გაგვეკეთებინა. დიზაინის შექმნაზე პირადად მე ვიმუშავე”, — ამბობს აკაკი At.ge-სთან საუბრისას.

თავისი შრიფტების განახლება გადაწყვიტა გუგლმაც და საბოლოოდ შექმნა შრიფტი, რომელიც მოიცავს ყველა დამწერლობას რაც კაცობრიობის ისტორიაში არსებობს —  NOTO.

საინტერესოა, რომ ამ შრიფტის შექმნაზეც წლების განმავლობაში კომპანია Monotype მუშაობდა და სისტემაში არსებული შედარებით უხეში ქართული დამწერლობის მოხაზულობის გაუმჯობესებაში, ასევე აკაკი რაზმაძემ მიიღო მონაწილეობა. შრიფტი ანდროიდ 10.0 ვერსიაშია ხელმისაწვდომი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.