fbpx

24 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

საქართველო ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში გაწევრიანდა 

გადაწყვეტილება პორტუგალიის ქალაქ სინტრაში მიიღეს, სადაც ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის მესამე საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობდა. გაერთიანებაში წევრობის ნომინაციაზე საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა. საერთაშორისო ფორუმს ქართული დელეგაცია პირველად ესწრება.

 ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში გაწევრიანების პირობებში საქართველო ავტომატურად ერთვება ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში, სადაც ქვეყანა ხუთი ისტორიული ბაღით იქნება წარმოდგენილი – თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და წინანდლის ჭავაჭვაძეების ისტორიული ბაღი.

ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გადაწყდა, რომ გაერთიანების IV საერთაშორისო ფორუმს 2020 წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს. მომდევნო წელს ღონისძიება თბილისსა და წინანდლის სახლ-მუზეუმში გაიმართება. 

წყარო: https://1tv.ge/

გაგოშას ახალი სტენსილი – ყვავილებით შემკული სპეცრაზმელი

No photo description available.

თბილისში ახალი სტენსილი გამოჩნდა, რომელზეც ყვავილებით შემკული სპეცრაზმის თანამშრომელია გამოსახული. სტენსილის ავტორი გიორგი გაგოშიძეა. სტენსილი 20 ივნისს გავრილოვის ღამეს მომხდარ მოვლენებს ეძღვნება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

 

აკი ბაშოს მე-14 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი იაპონელ მეტოქე მიოგირიუსთან დამარცხდა. დამარცხების გამო ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა. თუმცა სუმოს ქართველი ქომაგების ინფორმაციით, გორგაძეს ნოემბერში გასამართ ბაშოზე შეუძლია ოძეკის წოდება დაიბრუნოს. ამისთვის მან სულ ცოტა 10 შეხვედრა უნდა მოიგოს. 

 

Netflix-მა ბრიტანული სერიალის, Peaky Blinders-ის მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ახალი სეზონით 4 ოქტომბერს დაბრუნდება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

სოტბის აუქციონზე  ბენქსის ფოტო 43 ათას დოლარად გაიყიდა

ფოტოს ავტორი კრის ლევინია, რომელმაც სახელი ელიზაბეტ II-ის პორტრეტებით გაითქვა. სკანდალური მხატვრის შავ-თეთრი ფოტო ზურგიდან არის გადაღებული, კუთხეში კი ვარდისფერი ჯვარია დასმული. 

წყარო: https://www.instagram.com

 

პოპვარსკვლავი ბილი აილიში 19 წლის ქართველი დიზაინერის, დავით ფაფიაშვილის ბრენდის, Davidsnow-ის სათვალით გამოჩნდა

 

17 წლის მუსიკოსის გარეგნობაზე სტილისტმა სამანტა ბერქჰართმა იზრუნა. მან აქსესუარს მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით მიაკვლია. აილიშმა ქართველი დიზაინერის სათვალით  რადიოსადგურ SiriusXM-ისა და დანიური საიუველირო კომპანია Pandora-სთვის ჰოლივუდში ექსკლუზიური კონცერტი გამართა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.