fbpx

150 “ყველაზე წითელი” ნაგებობა არქიტექტურაში – Red: Architecture in Monochrome


გააზიარე სტატია

 

არქიტექტორთა  და ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფმა გამოსცა წიგნი „Red: Architecture in Monochrome“, სადაც ნაჩვენებია წითელი ფერის მნიშვნელობა მსოფლიოს გლობალურ არქიტექტურაში.

წიგნის ერთ-ერთი ავტორის, ხელოვნებათმცოდნე სტელა პოლის თქმით, წითელი ადამიანის ყოფიერების განუყოფელი ფერია.  „წითელი ჩვენს ვენებში მოძრაობს სისხლის სახით, ის ადამიანური ვნებების სიმბოლოა, სტიმულირებს და პროვოცირებს ჩვენს ემოციებსა და შინაგან ძალას“, – ამბობს წიგნის ავტორი.
 

სტელა პოლიმ და მისმა კოლეგებმა წიგნში თავი მოუყარეს მსოფლიოს 150 ყველაზე გამორჩეულ ნაგებობას,  რომელთა დაპროექტებისას მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტორებმა ფორმებისა და ფერების შთამბეჭდავი სინთეზი წარმოადგინეს.  

 

  • თეატრის შენობა. ბრესსიუირი, საფრანგეთი. დიზაინი: Archidev

 

  • აპარტამენტები Formosa 1140. ლოს-ანჯელესი, კალიფონია. დიზაინი: LOHA Architects

 

  • ქანდაკება „მაისის ქარი“. ქალაქ ცინდაოს ბიზნესუბანი, ჩინეთი. დიზაინი: Huang Zen

 

  • სავაჭრო ცენტრი “შტრიხ-კოდი“. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. დიზაინი: Vitrivus and Sons

 

  • Casa das Artes. ქალაქი მირანდა-დო-კორვუ, პორტუგალია. დიზაინი: Future Architecture Thinking

 

  • შშმ პირების ნეიროფსიქიატრიული ცენტრი. სარაგოსა, ესპანეთი. დიზაინი: ხოსე ხავიერ გალიარდო

 

  • The Pacific Design Center. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. დიზაინი: Pelli Clarke Pelli Architects

 

  • „ქაღალდის ხიდი“. ტბების მხარე, ინგლისი. დიზაინი: სტივი მესსამი

 

  • „წითელი ლენტის პარკი“. ცინხუანდაო, ჩინეთი. დიზაინი: Turenscape
  • „ჰარპა“, საკონცერტო დარბაზი. რეიკიავიკი, ისლანდია. დიზაინი: Henning Larsen Architects

 

  • სარეკლამო კომპანიის შენობა. ნიუ-დელი. დიზაინი: Anagram Architects

 

  • საცხოვრებელი სახლი სტოკჰოლმში. დიზაინი: Wingårdh

 

  • ტექნოლოგიების ინსტიტუტი. გეტებორგი, შვედეთი. დიზაინი: Windgårdh Arkitektkontor

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.