fbpx

სასარგებლო ქართული ფეისბუქჯგუფები – მოგზაურობა, რჩევები და სხვა


გააზიარე სტატია

 

სოციალური ქსელი უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა სივრცე,  სადაც გებულობ და ცვლი ინფორმაციას, იღებ ან გასცემ რჩევებს, ყიდულობ ან ყიდი.

 

ქართული ფეისბუქი გამორჩეულია სხვადასხვა თემატიკის აქტიური და სასარგებლო ჯგუფებით. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომელიც გაგარკვევთ განსხვავებულ საკითხებში, ცოდნას გაგიღრმავებთ, გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, ან უბრალოდ უფრო პრაქტიკულს გახდის თქვენს ცხოვრებას.

 

Glam Factory

Glam Factory ე.წ. secret ჯგუფია მხოლოდ ქალებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ რჩევები მიიღოთ ან გასცეთ თავის მოვლასთან, მაკიაჟთან დაკავშირებით. გაარკვიოთ, რომელი სალონის მომსახურება ჯობია, ან ვინ ღებავს თმას ქალაქში საუკეთესოდ. 

იმისთვის, რომ ჯგუფში გაწევრიანდეთ, თქვენმა რომელიმე ფეისბუქმეგობარმა, ვინც უკვე წევრია, უნდა მიგიწვიოთ.

 

Let’s Go 

Let’s Go იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც საქართველოს მასშტაბით ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება უწევს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ თანამგზავრი, ან თვითონ დაემგზავროთ სხვას სრულიად უფასოდ, ანდა საწვავის თანხის განაწილებით. 

ჯგუფი დახურულია, მაგრამ ზემოთ არსებული ლინკით თქვენ თვითონ შეგიძლიათ გაწევრიანება. 

 

Black Market

ამ ჯგუფში მხოლოდ ქალები დაიშვებიან. ესაა საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ, გაცვალოთ ან მოძებნოთ თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და სუნამოები. 

აღსანიშნავია, რომ აქ პროდუქტი საბაზრო ღირებულებაზე იაფად იყიდება და ხშირ შემთხვევაში  ისეთ ნივთებსაც წააწყდებით, რომელიც საქართველოში არ იშოვება.

ჯგუფი დახურულია, მაგრამ ზემოთ არსებული ბმულის მეშვეობით ნებისმიერ ქალს შეუძლია გაწევრიანება. 

 

სოციალური ლექსიკონი • Social Dictionary

სოციალური ლექსიკონი ინგლისური ენის ცენტრის, “ბექას სკოლის” მიერ შექმნილი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჯგუფია. ამ ვირტუალური სივრცის დახმარებით თქვენ შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ფრაზის ან წინადადების ზუსტი მნიშვნელობის გაგებას. 

ჯგუფის წევრები დაგეხმარებიან ქართულიდან ინგლისურად, ან ინგლისურიდან ქართულად თარგმნაში და ზუსტი ფორმულირების პოვნაში. ჯგუფია ღიაა, ანუ ყველა მსურველს შეუძლია პოსტების ნახვა და სურვილის შემთხვევაში – გაწევრიანება.

 

Georgian Female wellness 

Georgian Female Wellness კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვირტუალური სივრცეა ქალებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ქალებს შეუძლიათ მიიღონ ან გასცენ ინფორმაცია ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურჩიონ ერთმანეთს საუკეთესო ექიმები, ან გაუზირონ გამოცდილება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. 

 

მოგზაურთა კლუბი – Cheap Travel Georgia

მოგზაურთა კლუბი ღია ჯგუფია ნებისმიერი მსურველისთვის. ეს სივრცე არის იაფად მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის. 

გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ მიიღოთ უამრავი სასარგებლო რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობია სასტუმროს ან სახლის დაჯავშნა, რისი ნახვა ღირს საზღვარგარეთ და დროის რა მონაკვეთში ჯობია კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობა. 

ასევე, გამოცდილი ადამიანები დაგეხმარებიან მოგზაურობის იაფად და ჭკვიანურად დაგეგმვაში, მარშრუტის შედგენასა და იაფი კვების ობიექტების გაცნობაში. 

 

რა ვჭამო და სად ვჭამო?

სახელიდან გამომდინარეც გასაგებია, რომ ამ ჯგუფში განიხილება ის დაწესებულებები, სადაც კარგად ჭამაა შესაძლებელი.

ჯგუფის წევრები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, თუ სად არის ყველაზე გემრიელი სამზარეულო, ან კონკრეტულ კერძს სად ამზადებენ საუკეთესოდ.

რომელ კაფეში თუ რესტორანშია საუკეთესო მომსახურება და გარემო, ან თუნდაც, რომელ დაწესებულებას უნდა აარიდონ თავი. ასე რომ, თუ თქვენი დღის განრიგის მთავარი კითხვაა რა ვჭამო? გაწევრიანდით ჯგუფში და მრავალ საინტერესო ვერსიას აღმოაჩენთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.