fbpx

როდის დაბრუნდება ჩცდ ეთერში? — ნახეთ სერიალის სამი ახალი პრომო


გააზიარე სტატია

 

ქართველ მაყურებელს უკვე ძალიან მოენატრა ცნობილი ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები, რომელიც ეთერში მალე მე-16-ე სეზონით ბრუნდება. ოღონდ, ამჯერად არა რუსთავი 2-ზე, არამედ ფორმულაზე.

ტელეკომპანია ფორმულას ფეისბუქის გვერდზე ჩცდ-ს ახალი სეზონის სამი პრომო გავრცელდა, რომლებშიც ნათქვამია, რომ სერიალი ტელეეკრანებს მალე დაუბრუნდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. გავრცელებულ პრომოებში ვხვდებით მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს, რომელთა ისტორიების გაგრძელებაც ყველას აინტერესებს.

ნინა და დათო 

ჩემი ცოლის დაქალები – მალე, ფორმულაზე.

ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას – უყურეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ სეზონს, მალე, ფორმულაზე!

Gepostet von Formula • ფორმულა am Freitag, 27. September 2019

 

ერთგულ მაყურებელს კარგად ემახსოვრება, რომ ბოლო სეზონში ნინა სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. მართალია, ამ ისტორიის გაგრძელება ჯერ არ გვინახავს, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ უკან სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდება.

 

ჩიკა და შავლეგო

ჩემი ცოლის დაქალები – მალე, ფორმულაზე!

უყურეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ სეზონს – მალე, ფორმულაზე!

Gepostet von Formula • ფორმულა am Freitag, 27. September 2019

 

მეორე პრომოდან ვიგებთ, რომ სერიალში კვლავ შევხდებით წამყვან სახეებს, როგორებიც შავლეგო და ჩიკა არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალში ვაკის ელიტარული ოჯახის ისტორია კიდევ არაერთხელ გაგვამხიარულებს.

 

ზაზა და ქეთი

ჩემი ცოლის დაქალები – მალე, ფორმულაზე!

უყურეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ სეზონს – მალე, ფორმულაზე!

Gepostet von Formula • ფორმულა am Freitag, 27. September 2019

 

ბოლო პრომომ საზოგადოება, შესაძლოა, ისევ ორ ნაწილად გაყოს — ისინი ვინც ზაზასა და ქეთის შერიგებას მთელი გულით ელოდნენ და უფრო კატეგორიულები, ვინც თვლიდა, რომ მოღალატე ცოლისთვის ზაზას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიებინა.

ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც პირველად 2011 წელს, რუსთავი 2-ზე გავიდა. ტელეკომპანია ფორმულა ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა და ჩემი ცოლის დაქალების გარდა, კიდევ ერთ ახალ სერიალსა და სხვა გასართობ და საინფორმაციო გადაცემებს შესთავაზებს მაყურებელს.

 

9,443 total views, 4 views today


რეკომენდებული სტატიები
აურზაური სალხინეთში: ვინ, სად, როდის და როგორ - ქართულ ტელევიზიებში

აურზაური სალხინეთში: ვინ, სად, როდის და როგორ - ქართულ ტელევიზიებში

აურზაური სალხინეთში: ვინ, სად, როდის და როგორ - ქართულ ტელევიზიებში
ქართულ ტელეარხებზე მორიგი, და ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე “დიდი მიგრაციაა”. შევეცადეთ მოკლედ შეგვეჯამებინა - ვინ სად მიდის და რას აპირებს ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ქვეყნის წამყვან არხებზე.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.