fbpx

Miami Ad School შესაძლოა საქართველოშიც გაიხსნას


გააზიარე სტატია

 

Miami Ad School მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, სადაც ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, რეკლამა და სხვა ბევრი საინტერესო რამ ისწავლება. შესაბამისად,  გასაკვირიც არ არის, რომ იქ მოხვედრაზე ყოველწლიურად უამრავი სტუდენტი ოცნებობს. 

უნივერსიტეტი 1993 წლიდან არსებობს და მას უკვე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ათზე მეტი სარეკლამო სკოლა აქვს გახსნილი. 

 

 

გაგახარებთ და გეტყვით, რომ Miami Ad School შესაძლოა საქართველოში,  კონკრეტულად კი თბილისშიც გაიხსნას. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გიორგი პოპიაშვილის ფეისბუქიდან გავრცელდა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა, ახლა კი წარმატებული ლექტორია. 

 

www.miamiadschool.ge

Gepostet von Giorgi Popiashvili am Freitag, 27. September 2019

“სკოლის გახსნის საკითხი ჯერ კიდევ პროცესშია. თუმცა, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, იანვარში შევძლებთ პირველი ჯგუფის მიღებას. ფორმატს რაც შეეხება, ეს იქნება, ერთი მხრივ, Miami Ad School-ის ერთ-ერთი ფილიალი, თუმცა სასწავლო პროგრამის ნაწილს სტუდენტები გერმანიის ფილიალშიც გაივლიან”, — ამბობს გიორგი პოპიაშვილი At.ge-სთან საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ Miami Ad School აშშ-ში არსებული ოთხი ფილიალის გარდა (ატლანტა, მაიამი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო), უკვე გერმანიაში, არგენტინაში, ესპანეთში, მექსიკაში, ინდოეთში, დომინიკის რესპუბლიკაში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და კანადაშიც ფუნქციონირებს.  

 

3,431 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.